TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

უნივერსიტეტი ალტერბრიჯი თბილისი ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

შპს “უნივერსიტეტი ალტერბრიჯი“ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე: ბიზნესი და ადმინისტრირება Business and Administration აკადემიური ნიშნით: ა) პროფესორი-2 (ორი) ვაკანტური ადგილი; ბ)ასოცირებული პროფესორი - 5 (ხუთი) ვაკანტური ადგილი; გ) ასისტენტ-პროფესორი - 5 (ხუთი) ვაკანტური ადგილი; პროფესიული ნიშნით: ა)ასოცირებული პროფესორი - 4 (ოთხი) ვაკანტური ადგილი; ბ) ასისტენტ-პროფესორი - 2 (ორი) ვაკანტური ადგილი; საზოგადოებასთან ურთიერთობა Public Relations აკადემიური ნიშნით: ა) პროფესორი-2 (ორი) ვაკანტური ადგილი; ბ)ასოცირებული პროფესორი - 3 (სამი) ვაკანტური ადგილი; გ) ასისტენტ-პროფესორი - 3 (სამი) ვაკანტური ადგილი; პროფესიული ნიშნით: ა) ასოცირებული პროფესორი - 3 (სამი) ვაკანტური ადგილი; ბ) ასისტენტ-პროფესორი - 3 (სამი) ვაკანტური ადგილი; ფსიქოლოგია Psychology აკადემიური ნიშნით: ა) პროფესორი-2 (ორი) ვაკანტური ადგილი; ბ)ასოცირებული პროფესორი - 3 (სამი) ვაკანტური ადგილი; გ) ასისტენტ-პროფესორი - 3 (სამი) ვაკანტური ადგილი; პროფესიული ნიშნით: ა) ასოცირებული პროფესორი - 3 (სამი) ვაკანტური ადგილი; ბ) ასისტენტ-პროფესორი - 3 (სამი) ვაკანტური ადგილი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აკადემიური ნიშნით : 1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს: ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; ბ) პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს მინიმუმ 3 (სამი) სამეცნიერო სტატია მაღალ ინდექსირებულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში ან არის აღნიშნული პუბლიკაციების თანაავტორი გ) პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება; 2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს: ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; ბ) პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი; გ) პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება. 3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს: ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი; ბ) პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი; გ) პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება. პროფესიული ნიშნით 1.ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (პროფესიული ნიშნით) დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ბ) დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად: ბ.ა) არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე); ბ.ბ) პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში); ბ.გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება; გ) შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება. 2. ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის (პროფესიული ნიშნით) დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ბ) დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგი ნიშნებით: ბ.ა) არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია, დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე); ბ.ბ) პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში) ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება. კონკურსანტებს, ინგლისურენოვან პროგრამებზე, მოეთხოვებათ ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე. მათ უნდა წარმოადგიგნონ ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და გაიარონ ტესტირება სასწავლო უნივერსიტეტში დადგენილი წესის შესაბამისად. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (იხ. დანართი N1); კონურსანტის ანკეტა ქართულ ენაზე (იხ. დანართი N2); პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 3x4 ზომის 1 ც. ფოტო;(როგორც ელექნტრონულად ასევე, ბეჭდური სახით) ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი (უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ); პედაგოგიური/ სამეცნიერო/ პროფესიული საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ბ)ი; საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი დარგის სასწავლო კურსის სილაბუსი /სილაბუსები/ ; ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შრომების ნუსხა, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სტატიები გამოცემული სახით ან ასლები; ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება). ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია, რაც კონკურსანტს მისცემს საშუალებას დამატებითი კრიტერიუმებით შეფასდეს, მიღებული ჯილდოების დამატასტურებელი დოკუმენტები, სერტიფიკატები და სხვა. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 07 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით. კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა) ჩატარდება 2026 წლის 24 სექტემბერს; კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტების გასაუბრება) ჩატარდება 2026 წლის 28-30 სექტემბერს; კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 02 ოქტომბერს; საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისთვის დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: ქ. თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი # 67 საკონტაქტო ნომერი: +995 555 554093.