TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გუნდის წევრი

გუნდის წევრი

Mcdonalds Georgia თბილისი, საქართველოს მაშტაბით ქართული
Posted Jul 13, 2026 12h ago apply by Aug 11, 2026

Job description

შემოგვიერთდი მაკდონალდსის გუნდში! ვაკანსია: გუნდის წევრი | თბილისი და რეგიონები (ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, რუსთავი) თუ ეძებ სტაბილურ სამსახურს, კარგ ანაზღაურებას და განვითარებას: მაკდონალდსი ეძებს გუნდის ახალ წევრებს! აირჩიე შენთვის სასურველი ლოკაცია, იმუშავე სრული განაკვეთით და მიიღე სტაბილური შემოსავალი + ფიქსირებული ბონუსი. როგორია ერთი სამუშაო დღე მაკდონალდსში? შეკვეთების მიღება და მომზადება (ბურგერები, ფრი, სასმელები); სტუმრების მეგობრული და თავაზიანი მომსახურება; სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს მოწესრიგება; ჰიგიენისა და საკვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა. რას გთავაზობთ? საათობრივ ანაზღაურებას, ნამუშევარი საათების მიხედვით; სრული განაკვეთი: 1450–1875 ₾ (ანაზღაურება + ფიქსირებული ბონუსი, გადასახადების ჩათვლით); ღამის ცვლა (23:00–06:00) -75%-ით გაზრდილი საათობრივი ტარიფი; ზეგანაკვეთური სამუშაო - 50%-ით გაზრდილი ანაზღაურება; ოფიციალურ დასვენების დღეს მუშაობა - ორმაგი ანაზღაურება; ხელფასის გარანტირებული მატება 3 თვეში; ბონუსი წელიწადში ორჯერ - საშუალო თვიური ანაზღაურების 75%. დაბადების დღეზე Day off + 8 საათი ანაზღაურება; დამატებით: უფასო კვება; ტრანსპორტირება; კარიერული ზრდა - დაწინაურების შესაძლებლობა ყოველ 6 თვეში (გუნდის წევრი → ინსტრუქტორი → მენეჯერი); სამოტივაციო პროგრამები, შიდა კონკურსები, ექსკურსიები; პროფესიული და პიროვნული განვითარების ტრენინგები. სამუშაო პირობები: სრული, არასრული და ღამის ცვლის სამუშაო განაკვეთი; მოქნილი, შენზე მორგებული სამუშაო გრაფიკი; თუ ეძებ მეგობრულ გარემოს, სტაბილურ სამსახურს და განვითარების რეალურ შესაძლებლობებს შეავსე ანკეტა და შემოგვიერთდი - https://careers.mcdonalds.ge/ge/crew-vacancy/form