TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ჰორეკა გაყიდვების წარმომადგენელი

ჰორეკა გაყიდვების წარმომადგენელი

სანდომი Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 18h ago apply by Aug 02, 2026

Job description

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი" , რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით. საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა. შპს "ვასაძის პურის" ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ჰორეკა გაყიდვების წარმომადგენელი (პრისეილერი). სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი/აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები ** ოფისის მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6 ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული) ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ყოველთვიური გეგმასთან მიბმული ბონუსი. გეგმის 100%-ით შესრულების შემთხვევაში: ანაზღაურება 3000 ლარი, გეგმის გადაჭარბებით შესრულების შემთხვევაში + %. ფუნქცია/მოვალეობა: ** HoReCa და თანამედროვე სავაჭრო ქსელების (Drive/Chain Stores) მიმართულებით ახალი კლიენტების მოძიება და თანამშრომლობის განვითარება; ** რეგულარული ვიზიტების განხორციელება, შეკვეთების მიღება და კლიენტების საჭიროებების ანალიზი; ** პროდუქციის სრული ასორტიმენტის გაყიდვებისა და გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა; ** პროდუქციის სწორი განლაგებისა და ხილვადობის კონტროლი; ** ახალი პროდუქტების დანერგვასა და პოპულარიზაციაში აქტიური მონაწილეობა; ** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი; ** დებიტორული დავალიანებების კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია HoReCa და/ან სავაჭრო ქსელებთან მუშაობის მიმართულებით; ** მოლაპარაკებებისა და გაყიდვების ეფექტური უნარები; ** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და კომუნიკაციის მაღალი უნარი; ** ბაზრის ანალიზისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება. ბენეფიტები: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** Fitpass. ჩვენ გთავაზობთ: ** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას; ** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას. გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე ელ. მისამართზე: [email protected] და სათაურის (subject) ველში, აუცილებლად, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.