TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / HR მენეჯერი

HR მენეჯერი

სანდომი თბილისი ქართული
Posted Jul 16, 2026 1 day ago apply by Aug 14, 2026

Job description

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით. საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა. შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო კომპანია " სანდომი " აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის თანამდებობაზე სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: თბილისი, სოფ. ფონიჭალა განაკვეთი: სრული სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი ხელფასი: 2000 ლარიდან(კვალიფიკაციის გათვალისწინებით) ფუნქცია/მოვალეობები: ვაკანსიის განთავსება, რეზიუმეების გადარჩევა და გასაუბრების ორგანიზება სამოტივაციო ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება თანამშრომლებისათვის საკვალიფიკაციო ტრენინგების ჩატარება,მათთვის საჭირო,სწორი უნარების მოძიება/შეძენის მიზნით, ასევე გუნდური მუშაობის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით; თანამშრომლების შემოწმება, როგორ ართმევენ დავალებულ საქმიანობას თავს; არსებული საიტების შემოწმება და მოწესრიგება(JOBS.GE, HR.GE). HR მენეჯერის სამუშაო მოთხოვნები და კვალიფიკაცია: 2-3 წლის გამოცდილება ადამიანური რესურსების პოზიციაზე; წერითი და სალაპარაკო კომუნიკაციის უნარების ფლობა ქართულ და ინგლისურ ენებზე; პიროვნული ურთიერთობების დამყარების და თანამშრომლების ტრენერობის კვალიფიკაცია; კომპიუტერის სრულყოფილი ცოდნა, Excel და მონაცემთა ბაზის მართვისა და ჩანაწერების წარმოების უნარების დემონსტრირება; ორგანიზებულობა და ეფექტურობა ყოველდღიურ დავალებებში; ზოგადი ცოდნა დასაქმების კანონებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ; HR ფუნქციების ცოდნა (ანაზღაურება და შეღავათები, რეკრუტირება, ტრენინგი და განვითარება და ა.შ.); პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების ან შესაბამის სფეროში ტრენერობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება. პიროვნული მახასიათებლები: პასუხისმგებლობის გრძნობა; ანალიტიკური აზროვნების უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა. ბენეფიტები: კვება ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა Fitpass ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/f8nzbl5b შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.