Human Resources Generalist
Job description
შემოგვიერთდით და გახდით Villa Mosavali Complex -ის გუნდის წევრი! HR გენერალისტი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები კომპანიის საკადრო პოლიტიკისა და პროცედურების განხორციელება; ვაკანსიების მომზადება, გამოქვეყნება და კანდიდატების მოძიება სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით; CV-ების გადარჩევა, კანდიდატებთან პირველადი გასაუბრებების ჩატარება და გასაუბრებების ორგანიზება; ახალი თანამშრომლების შერჩევისა და დასაქმების პროცესის სრულად მართვა; ახალი თანამშრომლების ადაპტაციის (Onboarding) პროცესის ორგანიზება; შრომითი ხელშეკრულებების, დამატებითი შეთანხმებების, ბრძანებებისა და სხვა საკადრო დოკუმენტაციის მომზადება; თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და მუდმივი განახლება; გამოსაცდელი ვადების, შვებულებებისა და შრომითი ხელშეკრულებების ვადების მონიტორინგი; თანამშრომელთა შვებულებების, გაცდენებისა და სამუშაო დროის აღრიცხვის კოორდინაცია; თანამშრომელთა გათავისუფლების (Offboarding) პროცესის მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; თანამშრომლებისთვის HR საკითხებზე კონსულტაციის გაწევა; დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან მჭიდრო თანამშრომლობა საკადრო საჭიროებების განსაზღვრის მიზნით; HR ანგარიშებისა და სტატისტიკის მომზადება მენეჯმენტისთვის; შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა და HR პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა. თანამშრომელთა სამუშაო დროის, შვებულებების, გაცდენებისა და ზეგანაკვეთური საათების აღრიცხვის წარმოება, შესაბამისი ინფორმაციის მომზადება და ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება (ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების, სამართლის, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით); ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; საქართველოს შრომის კანონმდებლობის კარგი ცოდნა; MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა; სასურველია HR პროგრამებში მუშაობის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები და უნარები დეტალებზე ორიენტირებულობა. ანალიტიკური და სწრაფი აზროვნების უნარი. დროის ეფექტურად მართვის უნარი. გუნდში მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები სამუშაო ადგილი: Villa Mosavali Complex, სოფელი ახალუბანი, მცხეთის მუნიციპალიტეტი (ნატახტრის მიმდებარე ტერიტორია) სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00 (შესაძლებელია ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი) ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად. HoReCa (სასტუმრო, რესტორანი, კაფე) სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.