იმპორტის მენეჯერი
Job description
შ.პ.ს. „კავკასტრანსექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით (კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად) ძირითადი მოვალეობები: შემოსული მოთხოვნების გაგზავნა ვენდორებთან, ფასების დამუშავება და კლიენტისთვის ოპტიმალური შეთავაზების მომზადება (ჩინეთის მიმართულებით); თითოეული შეკვეთის სრული ლოგისტიკური პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია კლიენტებთან და პარტნიორებთან; შეკვეთების ვადებისა და პროცესების მუდმივი მონიტორინგი; მომწოდებლებთან ფინანსური ანგარიშსწორების პროცესის კონტროლი; კლიენტებისთვის შეკვეთის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ინვოისების მომზადება და გადახდების მონიტორინგი; საბაჟო ოპერაციებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცედურებში მონაწილეობა; არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა და ახალი პარტნიორების მოძიება; ხელმძღვანელისთვის უკუკავშირის მიწოდება და რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; უმაღლესი განათლება; ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია); MS Office პროგრამების კარგი ცოდნა. პიროვნული უნარები: პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და სამუშაოს ეფექტურად მართვის უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; დროის მართვის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; ორგანიზებულობა; გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]