TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ინდივიდუალური ასისტენტი

ინდივიდუალური ასისტენტი

ა.ი.პ თვითობა 2025 თბილისი ქართული
Posted Jul 24, 2026 1 day ago apply by Aug 22, 2026

Job description

ა(ა)იპ ,, თვითობა “ აცხადებს კონკურსს ,,განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში“ ინდივიდუალური ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ქალაქ თბილისში. ა(ა)იპ ,,თვითობა “ წარმოადგენს სახელმწიფო პროვაიდერ ორგანიზაციას. ის ახორციელებს არაკომერციულ, არამომგებიან საქმიანობას, რომელიც დაფუძნებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, ზრდასრულების და მათი ოჯახების მხარდასაჭერად. ო რგანიზაციის დეკლარირებული მისიაა, გააძლიეროს იმ ადამიანების ხმა, ვისი ხმაც ან არ, ან ძალიან სუსტად ისმის. ასისტენტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 7-დან 18 წლამდე ( 18 წლის ზემოთ ბენეფიციარები, რომლებიც 18 წლამდე სარგებლობდნენ ქვეპროგრამით) განვითარების შეფერხების მქონე პირების მხარდაჭერა თვითმოვლისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო პიროვნული, კომუნიკაციური და ფუნქციური უნარების გამომუშავებაში; დახმარება კვებისა და პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში; სამუშაო პროცესის განმავლობაში პასუხისმგებლობის აღება ბენეფიციარის ჯანმრთელობაზე; ბენეფიციარის მედიკამენტური მკურნალობის შემთხვევაში, მისთვის მედიკამენტის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა; ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, შიდა და გარე განმავითარებელი აქტივობების განხორციელება; სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა; პერსონალთან და ბენეფიციარებთან დაკავშირებით კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა; დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების ვადაში შესრულება. ორგანიზაცია გთავაზობთ კონკურენტულ საათობრივ ანაზღაურებას: სამუშაო დღეებში ერთი საათი 9 ლარი, შაბათ-კვირას 10 ლარი (ხელზე ასაღები) ჯანმრთელობის დაზღვევას ორგანიზაცია იზრუნებს თქვენს კარიერულ წინსვლაზე და თქვენი პროფესიული ცოდნის განვითარებაზე უწყვეტი სუპერვიზიითა და პერიოდული ტრენინგების გავლის გზით. კანდიდატის კვალიფიკაცია: სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს შშმ ბავშვთა/პირთა სფეროში მუშაობის გამოცდილება. განცხადების წარმოდგენის პროცედურები: შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად: ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა გასაუბრება განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინოს რეზიუმე (CV). განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 23 აგვისტო გასაუბრებები იწარმოებს პარალელურად: კანდიდატთა საბოლოო შერჩევამდე. განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დარეკეთ: +995599113358, +995597202212, +995599113359.