IT Senior Support
Job description
" Bound Solutions " აცხადებს ვაკანსიას უფროსი IT მხარდაჭერის სპეციალისტის (IT Senior Support) თანამდებობაზე. ხელფასი: 2000-2500 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით) სამუშაო გრაფიკი: 5/2 (10:00-19:00) მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი ძირითადი მოვალეობები: ** ვიდეოკამერებისა და ჩამწერი სისტემების კონფიგურაცია, მონიტორინგი და პრობლემების დიაგნოსტირება; ** საოფისე პროგრამების, ელექტრონული ფოსტის, პრინტერებისა და სკანერების ინსტალაცია და კონფიგურაცია; ** სასტუმროს პროგრამების (Opera, Micros, Simphony, MC) მხარდაჭერა, HRS-თან კომუნიკაცია და ინციდენტების/თიქეტების მართვა; ** სატელეფონო სადგურებისა და აპარატების კონფიგურაცია, დიაგნოსტირება და პროვაიდერებთან კოორდინაცია; ** საკონფერენციო ოთახების აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ** ქსელური მოწყობილობების (როუტერები, სვიჩები, Firewall-ები) კონფიგურაცია და ქსელის ოპტიმიზაცია; ** მოწყობილობების სისტემაში დამატება, სენსორების კონფიგურაცია და შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება; ** კლიენტებთან ინტენსიური კომუნიკაცია და პერიოდული პროფილაქტიკური ვიზიტები; ** Helpdesk სისტემაში ინციდენტების რეგისტრაცია და თიქეთებზე დროული რეაგირება; ** მონიტორინგის სისტემის მართვა: Dashboard-ების აწყობა და Alert-ების ადმინისტრირება; ** კრიტიკულ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** IT მხარდაჭერის, სისტემური ადმინისტრირების ან/და ტექნიკური კოორდინაციის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** ქსელური და სერვერული პრობლემების დიაგნოსტიკისა და გადაწყვეტის პრაქტიკული გამოცდილება; ** CCTV სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (კამერები, ჩამწერები, ქსელური ინტეგრაცია); ** IT ინციდენტების მართვისა და პრობლემების პრიორიტეტიზაციის გამოცდილება; ** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და პროცესების აღწერის გამოცდილება; ** სასტუმროს IT სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (PMS, POS, Wi-Fi) ჩაითვლება უპირატესობად. ტექნიკური ცოდნა და კომპეტენციები: ** ქსელური ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი ცოდნა (LAN/WAN, VLAN, DHCP/DNS, Switch/Router); ** IT უსაფრთხოების საბაზისო პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე. პიროვნული უნარები: ** პრობლემების დამოუკიდებლად იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტის უნარი; ** მომხმარებელთან/კომპანიის პარტნიორთან პროფესიონალური და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობისა და რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: ** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ; ** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); ** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; ** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).