TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Support / IT Support

IT Support

Information Technology Consulting and Services Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 1h ago apply by Aug 13, 2026

Job description

შპს "ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურება" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდამჭერის პოზიციაზე თბილისში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას სწრაფი კვების ობიექტებში პირველი დონის ტექნიკურ მხარდამჭერის პოზიციაზე ქ. თბილისში. პოზიციის მოვალეობებია: ** ობიექტებზე ადგილზე გასვლით ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და კომპეტენციის ფარგლებში აღმოფხვრა; ** გაწერილი რეაგირების ვადების დაცვა; ** ტექნიკური მოწყობილობების (მონიტორი, მინი კომპიუტერი, ფისკალური აპარატი, ტერმინალი) ფიზიკური ინსტალაცია და გამართვა; ** დადგენილი სტანდარტების დაცვა; თუ ხარ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტი და სურვილი გაქვს მოხვდე რეალურ IT სამყაროში, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. პოზიციისთვის საჭირო ცოდნას აქ, ჩვენს გუნდში მოხვედრისას გაგიზიარებთ. ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა ** სწავლასთან შეთავსებული სამუშაო გრაფიკი გამოცდილ IT გუნდთან მუშაობით, საშუალება გექნება მიიღო პროფესიული გამოცდილება და განივითარო პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ასევე, შესაძლებლობა მოგეცემა მოხვდე რეალურ სამუშაო გარემოში და გამოავლინო საკუთარი უნარ-ჩვევები. კომპანია უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე საქართველოს მასშტაბით და მისი დამკვეთები სხვადასხვა პროფილის ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიები არიან. გუნდში მოხვედრით კი გეძლევა შესაძლებლობა დაწინაურდე სხვა პოზიციებზე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: [email protected] და აუცილებლად მიუთითოთ დასახელებაში "IT მხარდამჭერი თბილისში". გთხოვთ, გაითვალისწინოთ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, და მათ შორის შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდდამხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას არაუმეტეს 1 წლისა. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან! წარმატებებს გისურვებთ!