TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Support / ინფორმაციული უსაფრთხოების კოორდინატორი

ინფორმაციული უსაფრთხოების კოორდინატორი

One Point Georgia Hybrid ქართული
Posted Jul 10, 2026 11h ago apply by Aug 10, 2026

Job description

HR აუთსორსინგული კომპანია One Point პარტნიორი საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების კოორდინატორის (Information Security Coordinator) პოზიციაზე. ინდუსტრია: საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (ჰიბრიდული) ანგარიშვალდებულება: ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო სადისტრიბუციო ჯგუფს, რომელიც ოპერირებს სწრაფად მოხმარებადი პროდუქციის (FMCG) სექტორში და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან. საქმიანობის მასშტაბიდან გამომდინარე, კომპანია გამოირჩევა განვითარებული IT ინფრასტრუქტურით, თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემებითა და ციფრული ბიზნესპროცესებით. პოზიციის შესახებ: ვეძებთ ორგანიზებულ, პროაქტიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც შეუერთდება ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდს და აქტიურად ჩაერთვება ინფორმაციული უსაფრთხოების პროცესების განვითარებასა და კოორდინაციაში. პოზიცია მოიცავს გლობალური ინფორმაციული უსაფრთხოების ინიციატივების მხარდაჭერას, უსაფრთხოების კონტროლების დანერგვისა და მონიტორინგის პროცესებში მონაწილეობას, თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების პროგრამების ორგანიზებას, მომწოდებლების უსაფრთხოების რისკების შეფასების მხარდაჭერასა და შესაბამისობის (Compliance) პროცესების განვითარებას. ძირითადი ამოცანები: ** ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლებისა და შესაბამისობის (Compliance) პროცესების აუდიტში მონაწილეობა ** უსაფრთხოების ახალი კონტროლებისა და Governance პროცესების დანერგვის მხარდაჭერა ** ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროექტებისა და ინიციატივების კოორდინაცია და პროგრესის მონიტორინგი ** თანამშრომელთა ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება (ტრენინგები, სასწავლო მასალები, ფიშინგის სიმულაციური კამპანიები და სხვა) ** მესამე მხარეებისა და მომწოდებლების (Vendor) უსაფრთხოების რისკების შეფასებისა და რისკების შემცირების პროცესების მხარდაჭერა ** მონაცემთა დაკარგვის პრევენციის (Data Loss Prevention - DLP) პროცესებში მონაწილეობა, მათ შორის მონაცემთა კლასიფიკაციისა და წვდომების მართვის მხარდაჭერა. ** საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები: ** 2-4 წლიანი გამოცდილება IT, კიბერუსაფრთხოების (Cyber Security), GRC (Governance, Risk & Compliance), Compliance-ის, პროექტების მართვის ან სხვა შესაბამის სფეროში ოპერაციულ, ანალიტიკურ ან საკოორდინაციო პოზიციაზე ** ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების ცოდნა, მათ შორის: ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვა, მესამე მხარისა და მიწოდების ჯაჭვის (Supply Chain) რისკების მართვა, თანამშრომელთა უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლება, წვდომების მართვა (Access Control), მონაცემთა დაცვა, ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შეფასება ** GRC ჩარჩოებისა და საერთაშორისო სტანდარტების (მაგ. ISO 27001, Privacy Frameworks) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** ძლიერი ორგანიზაციული უნარები და მრავალამოცანიან გარემოში ეფექტურად მუშაობის გამოცდილება ** დამოუკიდებლად მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი ** პროაქტიული მიდგომა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა ** განვითარებული კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები ** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (წერითი და ზეპირი) - სავალდებულოა. დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე - [email protected] და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას! თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით. One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.