TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Support / IT Specialist

IT Specialist

Moneta Express Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 04, 2026 2h ago apply by Aug 04, 2026

Job description

"მონეტა ექსპრეს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: ქუთაისი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ორგანიზაციის ობიექტებში ქსელის, კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ** ციფრული კამერების, პერიფერიული მოწყობილობების (ციფრული ხელმოწერის პადები, პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია, გამართვა, კონფიგურირება; ** ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა; ** თანამშრომლების მხარდაჭერა სხვადასხვა ტიპის ტექნიკური და პროგრამული პრობლემების მოგვარებაში. კვალიფიკაცია და მოთხოვნები: ** უმაღლესი ან პროფესიული განათლება კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით; (მიიღებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც) ** IT მხარდაჭერის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; ** კომპიუტერული ქსელებისა და საკაბელო სისტემების მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა; ** კომპიუტერის ტექნიკური მხარეებისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა; ** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვა) - ინსტალაციისა და კონფიგურაციის გამოცდილება; ** ახალი გამოცდილების მიმღებლობა და სწრაფად ათვისების უნარი. ჩვენ გთავაზობთ (ბენეფიტები): ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** მეგობრული სამუშაო გარემო. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. "მონეტა ექსპრესი" გისურვებთ წარმატებას და მადლობას გიხდით ვაკანტური ადგილით დაინტერესებისათვის.