იურისტი
Job description
„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე. ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა. ძირითადი მოვალეობები: კომპანიის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კომპანიის ფუნქციონირებასთან, სამომავლო პროექტებთან, პროდუქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი, დროული ინფორმირება. სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება და სსიპ შემოსავლების სამსახურთან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარდგენა. სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. ონლაინ კაზინოს რეგულაციებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა. დადგენილი პერიოდულობით სანებართვო და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების გადახდის თაობაზე შესაბამისი დოკუმენტების თანდართვით განცხადებების წარდგენა სსიპ შემოსავლების სამსახურში. სამართლებრივი პროცესების გაუმჯობესების მიზნით ინიციატივების შეთავაზება და მათ განხორციელებაში ჩართულობა. სანებართვო პირობების შერჩევითი და გეგმიური შემოწმებების პროცესში მაქსიმალური ჩართულობა. საჭიროების შემთხვევაში, რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება, როგორც ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ისე სასამართლოში; ხელშეკრულებების, შეთანხმებების, ბრძანებების, განცხადებების, მინდობილობების, საჩივრების, სარჩელების და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში ჩართვა: ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მიღებული დოკუმენტების სამართლებრივი ანალიზი, მოლაპარაკებების წარმოება. ხელმძღვანელის დავალებების დროული შესრულება და გადაწყვეტილებების მიღება მასთან შეთანხმებით. ძირითადი მოთხოვნები: აუცილებელია, სამართლის მიმართულებით ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი; პრიორიტეტად ჩაითვლება, სათამაშო ან ნებართვებს დაქვემდებარებულ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება; მინ. 3 წლიანი გამოცდილება იურისტის პოზიციაზე; ინგლისური ენის ცოდნა; სამუშაო პირობები: ხუთი სამუშაო დღე კვირაში; სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ; ადგილმდებარეობა - თბილისი. On - site. კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი: კვება; პარკინგი; ბონუსი; კორპორატიული დაზღვევა; პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსებისა და ტრენინგების დაფინანსება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com