იურისტი
Job description
კლინიკა "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიულ სერვისს და მაღალი გარჩევადობის დიაგნოსტიკურ აპარატურას, იგი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო კვლევების მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და შედეგების სანდოობას. კლინიკა "მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარაშვილის ქუჩა N4 სამუშაო განაკვეთი: 10:00-19:00 საათამდე ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით; ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე. ფუნქცია-მოვალეობები: ** სამედიცინო დაწესებულების სამართლებრივი საქმიანობის უზრუნველყოფა; ** ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და სამართლებრივი კონტროლი (პაციენტებთან, თანამშრომლებთან, პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და სხვა მხარეებთან); ** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, რეგულაციების და ლიცენზირების მოთხოვნების მონიტორინგი; ** კლინიკის/სამედიცინო ცენტრის შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის, პოლიტიკებისა და პროცედურების მომზადება; ** პაციენტთა უფლებების დაცვისა და კონფიდენციალურობის საკითხების სამართლებრივი კონტროლი; ** პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ** სასამართლო დავებში, მედიაციასა და ადმინისტრაციულ წარმოებაში დაწესებულების წარმომადგენლობა; ** საჩივრების, პრეტენზიებისა და სადაზღვევო შემთხვევების სამართლებრივი განხილვა; ** შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი მხარდაჭერა, თანამშრომელთა ხელშეკრულებებისა და შიდა დისციპლინური საკითხების მართვა; ** სახელმწიფო უწყებებთან, მარეგულირებელ ორგანოებთან და აკრედიტაციის ინსტიტუტებთან კომუნიკაცია; ** სამედიცინო საქმიანობისთვის საჭირო ნებართვების, ლიცენზიებისა და რეგისტრაციების სამართლებრივი უზრუნველყოფა; ** კლინიკის ხელმძღვანელობისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა; ** საერთაშორისო პარტნიორებთან და უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობის სამართლებრივი მხარდაჭერა; ** სამედიცინო შეცდომებთან, პროფესიულ პასუხისმგებლობასთან და რისკების მართვასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი შეფასება; ** კომპანიის ინტერესების დაცვა მოლაპარაკებების პროცესში და იურიდიული რისკების პრევენცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** სამედიცინო, კორპორაციულ ან სამოქალაქო სამართალში მუშაობის გამოცდილება; ** საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, განსაკუთრებით სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების კარგი ცოდნა; ** ხელშეკრულებების მომზადებისა და სამართლებრივი დოკუმენტაციის მართვის გამოცდილება; ** სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობის გამოცდილება; ** შრომითი, სამოქალაქო და კომერციული სამართლის ცოდნა; ** სასურველია ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნაც); ** MS Office-ის პროგრამების ცოდნა; ** ანალიტიკური და სამართლებრივი დასკვნების მომზადების უნარი; ** მოლაპარაკებების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; ** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობისა და ვადების მართვის უნარი. პიროვნული თვისებები: ** ორგანიზებული; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** კომუნიკაბელური; შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეს გადარჩევა ** ინდივიდუალური გასაუბრება ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი. გაცნობებთ, რომ "შპს მედ დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.