ჯავშნების სუპერვაიზერი
Job description
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „იელთი ჯგუფი“ ეძებს პასუხისმგებლიან და აქტიურ წევრს ,,ჯავშნების სუპერვაიზერის’’ პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული (40სთ კვირაში) ლოკაცია: ბათუმი ანაზღაურება: 1800 ლარი ჩვენი შემოთავაზებაა: კომფორტული სამუშაო პირობები; კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა; ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა; მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა წახალისების სისტემა. ძირითადი ფუნქციები: ჯავშნების პროცესის სრული მართვა; გუნდის კოორდინაცია და სამუშაო გრაფიკების კონტროლი; სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაცია (ელ-ფოსტით, სატელეფონო და ონლაინ არხებით); ონლაინ პლატფორმების (Booking.com, Airbnb, Expedia და სხვ.) მონიტორინგი და განახლება; გაყიდვების სტრატეგიების მხარდაჭერა – ფასების პოლიტიკისა და შეთავაზებების ოპტიმიზაცია; ანგარიშგებების მომზადება მენეჯმენტისთვის; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია, მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1წლიანი სამუშაო გამოცდილება; აუცილებელია, 1C პროგრამის ცოდნა; ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე (დამატებითი ენები უპირატესობაა); კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა. გრაფიკი: 5/2; სამუშაო დრო: 09:00-18:00 საათი; გამოგვიგზავნე შენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] ; დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს. თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება მომსახურების სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით! წარმატებებს გისურვებთ!