TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კატეგორიის შესყიდვების მენეჯერი

კატეგორიის შესყიდვების მენეჯერი

გორგია თბილისი ქართული
Posted Jul 25, 2026 13h ago apply by Aug 23, 2026

Job description

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი " გორგია " აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში. კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. "გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას; კვებას; Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: არსებული პორტფელის (სასაქონლო ჯგუფები) მართვა. ასორტიმენტის შესწავლა, მათი უპირატესობების განსაზღვრა; შესყიდვების გუნდის მართვა, საქმის სწორი დელეგირება. არსებული სტანდარტების დაცვა; შესყიდვების პროცესის დაგეგმარება, ორგანიზება და კონტროლი; არსებული და პოტენციური მომწოდებლების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება (როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტი); კონკურენტების ანალიზი და პერიოდული კონტროლი (თვეში ერთხელ). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (დამატებით მეორე უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად) 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ორგანიზებულობა; ინოვაციური ხედვა; მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი; გუნდური მუშაობის უნარი პროექტის მართვის უნარი; დავალებების სწორად გადანაწილების დელეგირების უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. გისურვებთ წარმატებებს!