TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების ინჟინერი

ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების ინჟინერი

TNG Georgia ქართული
Posted Jul 10, 2026 12h ago apply by Aug 10, 2026

Job description

TNG ჯგუფი , უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების იმპორტს საქართველოს ბაზარზე. 2022 წლიდან კი, კომპანია ითავსებს სრული უსაფრთხოების სისტემების, საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოებს. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებული ბრენდის, TC FIRETECH-ის ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში და ახორციელებს მის უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ პროექტებს. TNG ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების ინჟინრის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. სოფელი დიღომი. გ. გოგიშვილის ქუჩა # 10 ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები: ** ავტომატური ხანძარქრობის სისტემებისა და სახანძრო ვენტილაციის სისტემების დაპროექტება და დაგეგმარება საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმების შესაბამისად (NFPA, EN, ISO და სხვ.) ** არსებული ობიექტების ინსპექტირება, ტექნიკური ანალიზი და შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება ** პროექტის ნახაზების, სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება AutoCAD, Revit ან სხვა საინჟინრო პროგრამების გამოყენებით ** სისტემების მონტაჟის პროცესზე ტექნიკური ზედამხედველობა და კონტროლი ** სისტემის ტესტირება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება ** ინჟინრებისა და ტექნიკური გუნდის კოორდინაცია პროექტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (მექანიკა, ენერგეტიკა, მშენებლობა ან მსგავსი) ** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ხანძარქრობისა და სახანძრო ვენტილაციის სისტემების პროექტირებაში ** სახანძრო ვენტილაციის სისტემების დაპროექტების პრაქტიკული გამოცდილება (აუცილებელია) ** საინჟინრო ნახაზების წაკითხვის, შექმნის და გადამუშავების უნარი ** AutoCAD და/ან Revit-ში მუშაობის უნარი (სხვა საინჟინრო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად) ** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა პროფესიულ დონეზე (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად) ** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office); ** კარგი ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნება ** გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი ** B კატეგორიის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი უპირატესობად ჩაითვლება: ** საერთაშორისო სერტიფიკატები (NFPA, FSSA ან მსგავსი) ** საქართველოს მშენებლობის რეგლამენტებისა და სახანძრო უსაფრთხოების ადგილობრივი ნორმების ცოდნა ** საინჟინრო ან ტექნიკური პროექტების მართვის გამოცდილება ** სამშენებლო პროექტებთან ინტეგრაციის გამოცდილება რას გთავაზობთ: ** განვითარებაზე ორიენტირებული, სტაბილური სამუშაო გარემო ** საინჟინრო სფეროში მაღალი ხარისხის პრაქტიკული პროექტების მართვის შესაძლებლობა ** საერთაშორისო ბრენდებთან უშუალო თანამშრომლობა ** კარიერული განვითარების პერსპექტივა ** მეგობრული და პროფესიონალური გუნდი ** კონკურენტული ანაზღაურება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მეილზე [email protected] სათაურის ველში, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "თიენჯი ჯგუფი"-ის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.