კლასის დამრიგებელი
Job description
ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები სკოლაშივე სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენასა და სასარგებლოდ გამოყენებას. millennium-school.org ვეძებთ კლასის დამრიგებელს , რომელიც, საჭიროების შესაბამისად, ასევე ასწავლის შესაბამის საგანს (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, ხელოვნება ან სხვა). ძირითადი პასუხისმგებლობები: ზრუნავს კლასში თითოეული მოსწავლის აკადემიურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე, უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნის გზით; აქტიურად თანამშრომლობს კლასის მასწავლებლებთან, საფეხურის კოორდინატორთან, მშობლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან, რათა უზრუნველყოს თითოეული მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი; თანამშრომლობს მშობლებთან, მოსწავლეთა აკადემიური, სოციალური და ემოციური განვითარების საკითხებზე რეგულარული და კონსტრუქციული კომუნიკაციის გზით; გეგმავს და ატარებს სადამრიგებლო საათებს, რომლებიც ხელს უწყობს თვითრეგულაციის, პასუხისმგებლობის, თანამშრომლობისა და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას; კოორდინაციას უწევს კლასში მიმდინარე საგანმანათლებლო, კულტურულ და სოციალურ პროექტებსა და აქტივობებს; მონაწილეობს მოსწავლეთა აკადემიური, სოციალური და ემოციური პროგრესის შეფასებასა და შესაბამისი მხარდაჭერის დაგეგმვაში. აქტიურად მონაწილეობს სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამებში და ხელს უწყობს სკოლის ღირებულებებსა და კულტურის განვითარებას. გეგმავს სასწავლო პროცესს ეროვნული სასწავლო გეგმისა და სკოლის საგანმანათლებლო ხედვის შესაბამისად. იყენებს მოსწავლეზე ორიენტირებულ, მრავალფეროვან და თანამედროვე სწავლების მეთოდებს; აფასებს მოსწავლეთა აკადემიურ პროგრესს, იძლევა კონსტრუქციულ უკუკავშირს და საჭიროების შემთხვევაში გეგმავს დამატებით მხარდაჭერას; თანამშრომლობს შესაბამისი საგნის კათედრასთან სასწავლო პროცესის განვითარებისა და რესურსების გაზიარების მიზნით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება განათლების, დაწყებითი განათლების, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, ხელოვნების ან სხვა შესაბამისი მიმართულებით; სასურველია სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება (როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების სფეროში); სასურველია კლასის დამრიგებლად მუშაობის გამოცდილება; სასურველია პროექტებზე დაფუძნებული სწავლებისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გამოცდილება ან ამ მიმართულებით მუშაობის ინტერესი. თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების ცოდნა; ეფექტური კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ორგანიზების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივა და პროფესიული განვითარების სურვილი. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს. დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 2 აგვისტოს ჩათვლით. განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. პერსონალურ მონაცემებს შპს „ათასწლეულის სკოლა“ დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში. სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე millennium-school.org