TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ქოლცენტრის ოპერატორი

ქოლცენტრის ოპერატორი

karazanashvili-robotic-center Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 18h ago apply by Aug 02, 2026

Job description

შპს " გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი " აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ქოლცენტრის ოპერატორი ჩვენს შესახებ გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით და რომელსაც აძლიერებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. სამუშაო დრო და ადგილი: ** მისამართი: თბილისი კ. ჩაჩავას N1 ** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე; 09:00-18-00 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების მართვა; ** მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება; ** პაციენტების/კლიენტების ჩაწერა და ვიზიტების დაგეგმვა; ** მონაცემების პროგრამაში რეგისტრაცია და განახლება; ** მომხმარებელთა მოთხოვნების ეფექტური და დროული დამუშავება; ** კომპანიის მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება ** რუსული ენის ცოდნა აუცილებელია ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი და ორგანიზებულობა პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ბენეფიტები: ** კომფორტულ და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ სამუშაო გარემოს. ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. ** მეგობრულ და კოლეგიალურ ატმოსფეროს. ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას. გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით. ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე [email protected]