TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კომერციული გათბობა-გაგრილების გაყიდვების მენეჯერი

კომერციული გათბობა-გაგრილების გაყიდვების მენეჯერი

Posted Jul 31, 2026 3 days ago

Job description

შპს ,,თერმო ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას კომერციული გათბობა-გაგრილების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა. შრომის ანაზღაურება: 2500 ლარი (ხელზე ასაღები) + საბონუსე ანაზღაურება სამუშაო გრაფილი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 საათიდან. 18:00 საათამდე ჩვენ გთავაზობთ: ● კვება ● ჯანმრთელობის დაზღვევა პირველივე თვიდან ● Fitpass. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ძირითადი პასუხისმგებლობები: HVAC (გაგრილება, გათბობა, ვენტილაცია) მიმართულებით მიზნობრივ და ახალ კლიენტებთან აქტიური მოლაპარაკებების წარმოება. პოტენციური კლიენტების მოძიება, შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება და კომერციული წინადადებების წარდგენა. გაყიდვების სრული ციკლის მართვა: პირველადი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე და პროექტის შემდგომ მონიტორინგამდე. ბაზრის მუდმივი ანალიზი, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და პარტნიორული ქსელის გაფართოება. საპროექტო გუნდთან მჭიდრო კოლაბორაცია. სამუშაო გამოცდილება: B2B / კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს კომერციული გაგრილების (HVAC), ან მონათესავე მიმართულებით მუშაობის გამოცდილებით) ცოდნა: კომერციული გაგრილების სისტემების ბაზრის, ძირითადი მოთამაშეების, ტრენდებისა და სპეციფიკის ცოდნა. ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა პროფესიულ დონეზე. MS Office ნეთვორქინგი: კონტაქტების ფლობა სამშენებლო, დეველოპერულ, არქიტექტორულ/ინჟინრულ სექტორში. უნარები და შესაძლებლობები: დახურვის (Closing) უნარი: ძლიერი მოლაპარაკებების წარმოებისა და გარიგებების წარმატებით დახურვის უნარი (პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ „ლიდების“ მოზიდვით, არამედ პროექტის საბოლოო შედეგამდე მიყვანით). ტექნიკური აღქმა: ტექნიკური დოკუმენტაციის და HVAC პროექტების ზოგადი ლოგიკის გაგების უნარი. კომუნიკაცია: B2B სეგმენტთან, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ეფექტური დიალოგის მართვა. აუცილებელი მოთხოვნა: საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.