კომერციული პოლიტიკისა და ტარიფების მოდელირების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
Job description
📍 სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი 🕘 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი | ორშაბათი–პარასკევი | 09:00–18:00 ⏳ გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი) შპს „საქართველოს მელიორაცია“ ეძებს მოტივირებულ, ანალიტიკური აზროვნების მქონე პროფესიონალს, რომელიც შეუერთდება წყლის რესურსების მართვის დეპარტამენტის კომერციული პოლიტიკისა და ტარიფების მოდელირების განყოფილებას და მონაწილეობას მიიღებს კომპანიის კომერციული პოლიტიკისა და ტარიფების ანალიზის, შეფასებისა და განვითარების პროცესში. ძირითადი პასუხისმგებლობები • კომპანიის კომერციული პოლიტიკის ყოველწლიური ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; • მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება კომერციული პოლიტიკის განსაზღვრისა და განვითარების პროცესში; • მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის შესწავლა, ანალიზი და შეფასება; • პროფილური და არაპროფილური მომხმარებლებისთვის დადგენილი საფასურების ანალიზი და მათი შესაბამისობის შეფასება კომპანიის საოპერაციო დანახარჯებთან; • კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; • დეპარტამენტისა და ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ✔ უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების ან მონათესავე მიმართულებით; ✔ მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ✔ Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა; ✔ Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. პიროვნული უნარები ანალიტიკური აზროვნება; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა; დროის ეფექტიანი მართვის უნარი; პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი; გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი. ჩვენ გთავაზობთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; გამოცდილ გუნდთან თანამშრომლობას; საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს; მონაწილეობას კომპანიის მნიშვნელოვანი ანალიტიკური და სტრატეგიული მიმართულებების განვითარებაში. განაცხადის წარდგენა დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ქართულ ენაზე (ფოტოსურათით 3×4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელფოსტაზე: 📧 [email protected] წერილის სათაური: კომერციული პოლიტიკისა და ტარიფების მოდელირების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი 📅 განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 12 აგვისტო, 2026