კომპენსაციების ანაზღაურების და მხარდაჭერის უმცროსი მენეჯერი
Job description
სს „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მიმართულება, თანამშრომელთა კომპენსაციების ანაზღაურების და მხარდაჭერის სამსახურში,აცხადებს ვაკანსიას კომპენსაციების ანაზღაურების და მხარდაჭერის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ყოველდღიურად განაცემებთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება; განაცემებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი; ძირითადი მიმართულება: ხელფასები და მასთან დაკავშირებული გასაცემლების აღრიცხვა; სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი, ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით); სამუშაო გამოცდილება : სასურველია ბანკში ან სხვა საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. სასურველი ცოდნა და უნარები: საბუღალტრო პროგრამების ცოდნა; კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Ms Word, Ms Excel, MS Visio) საფუძვლიანი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა; სასურველია ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; სასურველია ACCA სერთიფიკატი (პირველი დონე); პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი; ლოგიკური, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება, მათემატიკური უნარები; დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტიანად გადანაწილების უნარი; სამუშაოს შესრულების სისწრაფე, ოპერატიულობა, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა, ემოციური წონასწორობა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 ივლისი, 2026.