TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კონდიტერის დამხმარე

კონდიტერის დამხმარე

აკროპოლი ბათუმი ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 04, 2026

Job description

აკროპოლი აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის დამხმარეს პოზიციაზე. მოვალეობები კონდიტერის მითითებების შესაბამისად ნამცხვრების, დესერტების, ცომეულის და სხვა საკონდიტრო ნაწარმის მომზადებაში დახმარება. ნედლეულის (ფქვილი, შაქარი, კვერცხი, კარაქი, კრემები და სხვა ინგრედიენტები) მომზადება და აწონვა რეცეპტურის შესაბამისად. ნახევარფაბრიკატებისა და ინგრედიენტების წინასწარი დამუშავება. დესერტების გაფორმებასა და დეკორირებაში მონაწილეობა. საკონდიტრო დანადგარებისა და ინვენტარის სწორად გამოყენება და მოვლა. სამუშაო ადგილის, ინვენტარისა და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა სამუშაოს დაწყებამდე, პროცესში და დასრულების შემდეგ. სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის (HACCP) მოთხოვნების დაცვა. პროდუქციის სწორად შეფუთვა, მარკირება და შენახვა დადგენილი წესების შესაბამისად. ნედლეულისა და მზა პროდუქციის შენახვის ტემპერატურული რეჟიმების კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში საწყობიდან ნედლეულის მიღება და მარაგების კონტროლში მონაწილეობა. ნარჩენების სწორად სორტირება და სამუშაო გარემოს მოწესრიგება. კონდიტერისა და უშუალო ხელმძღვანელის სხვა კანონიერი დავალებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაო ფუნქციებთან. შრომის უსაფრთხოების წესებისა და შიდა რეგლამენტის დაცვა. წარმოებული პროდუქციის ხარისხის სტანდარტების დაცვაში მონაწილეობა. სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]