TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კონსიერჟი

კონსიერჟი

Bank of Georgia Tbilisi, Georgia Remote
Posted Jul 29, 2026 5 days ago

Job description

სს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დისტანციური გაყიდვების და საოპერაციო მხარდაჭერის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას კონსიერჟის პოზიციაზე ქ. თბილისში. სამუშაო მოვალეობები: 4B ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიური ჩართულობა; 4B ოფისისთვის საჭირო საკანცელარიო, მარკეტინგული, მასალების შეკვეთისა და შესყიდვის მოთხოვნის დარეგისტრირება; კონტრაქტორ კომპანიებთან კომუნიკაცია, მოწოდებული პროდუქციის აღრიცხვა, კონტროლი; უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ კომუნიკაციის დროულად მომზადება და გაგზავნა; მეილზე შემოსული შეტყობინებების მართვა, უკუკავშირის დაბრუნება; მომხმარებლების დახვედრა, გადამისამართება/დაკვალიანება; შეხვედრების ოთახების დაჯავშნა/ჯავშნების კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; სასურველია გამოცდილება მომსახურების ან/და გაყიდვების მიმართულებით. ცოდნა და უნარები: ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); MS Office; კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარები; კეთილგანწყობა, თავაზიანობა, დახმარების მზაობა,სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა; პრიოპიტეტების განსაზღვრის უნარი. საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე! გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის, 12 აგვისტოს ჩათვლით!