კონსტრუქტორი
Job description
კომპანია სპექტრუმი , წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას. ვაცხადებთ ვაკანსიას კონსტრუქტორის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება-სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით; მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; Revit, Autocad და Tekla-ს მაღალ დონეზე ცოდნა, დეტალური ნახაზების შესრულების გამოცდილება; LIRA-SAPR, SAP2000, Autodesk Robot-ში კონსტრუქციული ანგარიშების შესრულება; საქართველოს მთავრობის და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მშენებლობის დარგის მარეგულირებელი დადგენილებების ცოდნა და მათი მოთხოვნების დაცვით კონსტრუქციული პროექტების დამუშავება; გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე; პიროვნული თვისებები და უნარები: დროის ეფექტური მართვა; ორგანიზების კარგი უნარი; სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; გუნდური და პასუხისმგებლიანი; განვითარებაზე ორიენტირებული; შრომისმოყვარე და პუნქტუალური; სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “კონსტრუქტორი“, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. “სპექტრუმიის“ საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.