TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კონსულტანტი

კონსულტანტი

ნოვა ქუთაისი ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 05, 2026

Job description

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია „ ნოვა “ ( www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების კონსულტანტის“ პოზიციაზე ქუთაისში . კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ. ძირითადი მოვალეობები: გაუწიოს კონსულტაცია მომხმარებელს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე; ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში; შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე; შეადგინოს რეალიზაციის პირველადი დოკუმენტები; გასცეს გაყიდული საქონელი; საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას; მონაწილეობა მიიღოს ინვეტარიზაციაში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება კონსულტანტის პოზიციაზე; საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/QKAIMtbc