კონსურსი აკადემიური პოზიციების დასაკავებლად 2
Job description
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პოზიციების დასაკავებლად კონკურსი ცხადდება შემდეგ მიმართულებებზე: მათემატიკა - პროფესორი (1 ვაკანსია); ფიზიკა - პროფესორი (1 ვაკანსია); ფინანსები - პროფესორი (1 ვაკანსია); ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია); მარკეტინგი - ასისტენტ-პროფესორი (1 ვაკანსია); არქიტექტურა და დიზაინი - ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია); ახლო აღმოსავლეთის ისტორია - პროფესორი (1 ვაკანსია); მათემატიკური ლოგიკა - ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია); ვალდებულებითი სამართალი - პროფესორი (1 ვაკანსია); სისხლის სამართალი - პროფესორი (1 ვაკანსია); ადამიანის უფლებათა სამართალი - ასისტენტ-პროფესორი (1 ვაკანსია); საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად მათემატიკის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და პედაგოგიური/პრაქტიკული და კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება; ასევე ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორცილება ისეთ საგნებში როგორიცაა: საყოველთაო მათემატიკა; აზროვნების მათემატიკური წესი; ალბათობა და სტატისტიკა; პრობლემების გადაჭრის მეთოდები მათემატიკაში; საერთაშორისო სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში მუშაობის გამოცდილება; გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები; მათემატიკური ოლიმპიადებისთვის აბიტურიენტების/სტუდენტების მომზადების გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა. პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ფიზიკის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი თეორიულ ფიზიკაში და პედაგოგიური, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება, ასევე: ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შემდეგი კურსების მიმართულებით: თეორიული ფიზიკა; თეორიული ფიზიკის მათემატიკური მეთოდები; თეორიული მექანიკა; ზოგადი ფიზიკის მათემატიკური მეთოდები; მაღალი ენერგიის ფიზიკა; გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები და სტატიები; განხორციელებული სამეცნიერო და საგრანტო პროექტები; უცხოეთის წამყვან სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციებთან/ინსტიტუციებთან კოლაბორაციის გამოცდილება; ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ფინანსების მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: მათემატიკის დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და პედაგოგიური ან/და სამეცნიერო მუშაობის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება და ასევე: ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში ფინანსურ, მენეჯერულ და საგადასახადო აღრიცხვასა და ბიუჯეტირებაში; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომთა ხელმძღვანელობის გამოცდილება; სპეციალური კურსების მომზადების გამოცდილება სხვადასხვა ტიპის პროფესიული ჯგუფებისთვის აღრიცხვისა და ბიუჯეტირების მიმართულებით; ფინანსური პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება; ბიზნეს გეგმების შედგენაში სტუდენტებისთვის საკონსულტაციო საქმიანობის გაწევის გამოცდილება; ფინანსებისა და აღრიცხვის მიმართულებით საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის გამოცდილება; გამოქვეყნებული სტატიები; ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ფინანსების მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი მათემატიკაში და პედაგოგიური და პრაქტიკული საქმიანობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება; ასევე ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება ისეთ საგნებში როგორიცაა: ფინანსური აღრიცხვა; მენეჯერული აღრიცხვა; საბაკალავრო/სამაგისტრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება; საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების გამოცდილება; ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის მიმართულებით პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა. ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად მარკეტინგის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური და პრაქტიკული საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება; ასევე მარკეტინგის მიმართულებით ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ისეთ საგნებში , როგორიცაა: მარკეტინგის მენეჯმენტი, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები; მარკეტინგული პროექტების მართვის გამოცდილება; ბრენდის მენეჯმენტის, კომუნიკაციების მენეჯმენტის, ბიუჯეტირებისა და მარკეტინგული დაგეგმვის მიმართულებით გამოცდილება; ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება საზღვარგარეთ მიღებულ ცოდნას და გამცდილებას; ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არქიტექტურა და დიზაინის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და ასევე: საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება; მინუმუმ 20 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში; განხორციელებული არიქტექტურული პროექტები; მინიმუმ 8 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ინგლისური ენის ცოდნა. პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ახლო აღმოსავლეთის ისტორიის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და პედაგოგიური და სამეცნიერო კვლევითი მუშაობის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება; ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება; გამოქვეყნებული პუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომთა ხელმძღვანელობის გამოცდილება; საგრანტო პროექტების განხორციელებისა და მართვის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა; ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად მათემატიკური ლოგიკის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მათემატიუკურ ლოგიკაში და პედაგოგიური, პრაქტიუკული ან/და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება; ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება ლოგიკის, გეომეტრიისა და სივრცითი აზროვნების მიმართულებით; ტესტების შექმნის გამოცდილება; კვლევითი საქმიანობა ლოგიკის მიმართულებით; გამოქვეყნებული პუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები; საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება; საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლებით და პროფესიული გამოცდილებით. პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ვალდებულებითი სამართლის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: სამართლის დოქტორის კვალიფიკაცია და პედაგოგიური/პრაქტიკული ან/და კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება; ასევე ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ისეთ საგნებში, როგორიცაა: ვალდებულებითი სამართალი - პრაქტიკული კურსი; სახელშეკრულებო სამართალი - პრაქტიკული კურსი I; სამოქალაქო სამართლის პროცესი - ზეპირი და წერილობითი უნარჩვევები; სახელშეკრულებო სამართალი - პრაქტიკული კურსი II სამაგისტრო ნაშორმების ხელმძღვანელობის გამოცდილება; შესაბამის სფეროში პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება; ტრენინგებისა და საჯარო ლექციების ჩატარების გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლებით და პროფესიული გამოცდილებით. პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სისხლის სამართლის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: სამართლის დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და პედაგოგიური და პრაქტიკული საქმიანობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება; ასევე: ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სისხლის სამართლის მიმართულებით; საბაკალავრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება; გამოქვეყნებული პუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები; საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის გამოცდილება; პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება; უცხო ენის ცოდნა; ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური/პრაქტიკული საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება; ასევე: ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანკლებ 10 წლის ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით; ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის საკონსტიტუციო სარჩელების წერის და საკონსტიტუციო სამართალწარმოების სწავლება; ადამიანის უფლებათა საკითხებზე სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარების გამოცდილება; გამოცდილება საკონსტიტუციო სარჩელების მომზადებასა და ორგანიზაციის წარმომადგენლობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში; ჩატარებული სამართლებრივი კვლევები; საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება; საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება; ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა. აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით, განხორცილებული პროექტებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 13 აგვისტოდან - 2026 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს: ბიოგრაფია (CV); სამოტივაციო წერილი (1 გვერდი); შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პროექტი; ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი; პუბლიკაციების ჩამონათვალი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დოკუმენტაციის მიიღება ხდება ელექტრონულად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი - https://form.jotform.com/261834590806463 კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება საჭიროების შემთხვევაში საჩვენებელი ლექცია ან გასაუბრება. კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 2026 წლის 18 აგვისტოდან - 20 აგვისტოს ჩათვლით, კანდიდატების საბოლოო შერჩევის ვადად განისაზღვრება 2026 წლის 31 აგვისტო. შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირთან შეთანხმების საფუძველზე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: 0159, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240, კახა ბენდუქიძის კამპუსი ვებ-გვერდი: www.freeuni.edu.ge ელ.მისამართი: [email protected]