TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კონსურსი აკადემიური პოზიციების დასაკავებლად

კონსურსი აკადემიური პოზიციების დასაკავებლად

თავისუფალი უნივერსიტეტი თბილისი ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 05, 2026

Job description

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პოზიციების დასაკავებლად კონკურსი ცხადდება შემდეგ მიმართულებებზე: სისხლის სამართალი - ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია) თანამედროვე ხელოვნების ისტორია - პროფესორი (1 ვაკანსია) გრაფიკული და ბეჭდური დიზაინი - პროფესორი (1 ვაკანსია) არქიტექტურა და დიზაინი - ასისტენტ პროფესორი (1 ვაკანსია) მათემატიკა - პროფესორი (1 ვაკანსია) ფიზიკა - პროფესორი (1 ვაკანსია) ეკონომიკა - ასოცირებული პროფესორი (2 ვაკანსია) თურქული ენა - პროფესორი (1 ვაკანსია); ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია) ბიზნესის ადმინისტრირება - ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია); ფინანსები - პროფესორი (1 ვაკანსია); ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია); მენეჯმენტი - პროფესორი (1 ვაკანსია); ლიტერატურა და ხელოვნება - ასოცირებული პროფესორი ( 1 ვაკანსია); პროგრამირება - პროფესორი ( 1 ვაკანსია); ქართული ენა და ქართველები - პროფესორი (1 ვაკანსია) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სისხლის სამართლის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და პედაგოგიური/პრაქტიკული ან/და კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება; ასევე ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორცილება ისეთ საგნებში როგორიცაა: სისხლის სამართლის პროცესი; სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსი. საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება; პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება; შესაბამის სფეროში საერთაშორისო სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში მუშაობის და კვლევების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა. პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად თანამედროვე ხელოვნების ისტორიის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური ან/და სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, ასევე: ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება ისეთ საგნებში როგორიცაა: თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუციები და ინფრასტრუქტურა; შესავალი თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში; ინტერდისციპლინური და საერთაშორისო საგამოფენო ცოდნა და გამოცდილება; კურატორული საქმიანობის განხორციელება სამუზეუმო და არაკომერციულ სახელოვნებო სივრცეებში; საჯარო ლექციების ჩატარების გამოცდილება; ხელოვანებთან მუშაობის გამოცდილება; გამოფენების კვლევის, ორგანიზებისა და დოკუმენტაციის შექმნის გამოცდილება; გამოქვეყნებული სტატიები და ნაშრომები; ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლებით და პროფესიული გამოცდილებით. პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გრაფიკული და ბეჭდური დიზაინის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური ან/და სამეცნიერო მუშაობის არანაკლებ 7 წლის გამოცდილება და ასევე: ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება ისეთ საგნებში როგორიცაა: ბეჭდური მედია; სადიპლომო პროექტის მომზადება; ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; საერთაშორისო გამოცდილება ციფრულ და ბეჭდურ დიზაინში; ტიპოგრაფიაში; დიზაინის სტრატეგიასა და დიზაინურ აზროვნებაში; ინტერდისციპლინური და საერთაშორისო საგამოფენო ცოდნა და გამოცდილება; კანდიდატს მოეთხოვება დიზაინის გამოცდილების დემონსტრირებისთვის პორტფოლიოს წარმოდგენა, რომელიც უნდა შეიცავდეს ბეჭდური და ციფრული მედიის ნამუშევრების მაგალითებს; უპირატესობა მიენიჭება უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებში მიღებულ განათლებას და მუშაობის გამოცდილებას. ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არქიტექტურა და დიზაინის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური, პრაქტიკული ან/და კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; ასევე შესაბამის სფეროში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 5 წლისა; მულტი-დისციპლინარული ცოდნა და გამოცდილება; განხორციელებული პროექტები; ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორცილება ისეთ საგნებში როგორიცაა: დიზაინის პროგრამები; არქიტექტურული პროექტირების სტუდია. ინგლისური ენის კარგი ცოდნა. პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად მათემატიკის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მათემატიკაში და პედაგოგიური/პრაქტიკული/კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება; ასევე საერთაშორისო სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში მუშაობის და კვლევების მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება; ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება ისეთ საგნებში როგორიცაა: კალკულუსი; მონაცემთა ანალიზი, აზროვნების მათემატიკური წესი; გამოყენებითი სტატისტიკა; რაოდენობრივი კვლევის მეთოდები; საბაკალავრო/სამაგისტრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა. პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ფიზიკის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი თეორიულ ფიზიკაში და პედაგოგიური/პრაქტიკული/კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება; ასევე საერთაშორისო სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში მუშაობის გამოცდილება; კვლევითი საქმიანობის გამოცდილება; გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები და პუბლიკაციები აღნიშნული მიმართულებით; უცხოეთის წამყვან სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციებთან/ინსტიტუციებთან კოლაბორაციის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება საზღვარგარეთ მიღებულ ცოდნას და გამცდილებას; ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ეკონომიკის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური/პრაქტიკული ან/და კვლევითი მუშაობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება; ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება ისეთი საგნებში, როგორიცაა: ეკონომიკა; მაკროეკონომიკა; მიკროეკონომიკა; ეკონომიკის საფუძვლები; კორპორაციული ფინანსები; საერთაშორისო ეკონომიკა; პრაქტიკული ან/და საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება; სამეცნიერო ნაშრომები; საბაკალავრო და სამაგისტრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება საზღვარგარეთ მიღებულ ცოდნას და გამცდილებას; აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად თურქული ენის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და პედაგოგიური/პრაქტიკული ან/და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება; ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება თურქული ენისა და ბიზნეს თურქული ენის მიმართულებით; მთარგმნელობითი საქმიანობა; გამოქვეყნებული პუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები; საბაკალავრო და სამაგისტრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება; ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური/პრაქტიკული ან/და კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება; ასევე სტრატეგიული მენეჯმენტის, მარკეტინგული სტრატეგიების და ბიზნესის მიმართულებით პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება არანაკლებ 10 წლის; ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ისეთ საგნებში, როგორიცაა: ბიზნესი; ბინზესის საწყისები; ბიზნესი მოქმედებაში; სტრატეგიული მენეჯმენტი; ბიზნესის თამაში: MARKSTRAT. საბაკალავრო და სამაგისტრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება; საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და დისკუსიების გამოცდილება ანტერპრენერშიფზე, კონკურენციაზე, სტრატეგიების ფორმირებებზე, პირველადი შესვლის უპირატესობებზე; ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიმართულებით საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება; განხორციელებული ბიზნეს პროექტები; ფინანსების კუთხით სტარტ-აპების საკონსულტაციო გამოცდილება; ბიზნეს გეგმის შექმნის პროცესისა და ქართული ბიზნეს ქეისების შექმნის გამოცდილება ანტერპრენერშიფის, ეკონომიკის, ფინანსების, მენეჯმენტის მიმართულებით; ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლებით და პროფესიული გამოცდილებით. პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ფინანსების მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური/პრაქტიკული საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება; ასევე: ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანკლებ 15 წლის ისეთ საგნებში როგორიცაა: ფინანსური ანალიზი; ბიზნესის შეფასება; კომპანიის ღირებულების მართვა; დერივატივები; საბაკალავრო და სამაგისტრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება; საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება; საინვესტიციო საბანკო საქმის და ფონდების მოზიდვის მიმართულებით საქმიანობის გამოცდილება; კომპანიების საინვესტიციო პორტფელის მართვის გამოცდილება; ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლებით და პროფესიული გამოცდილებით. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ფინანსების მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება; ასევე: ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანკლებ 10 წლის ისეთ საგნებში როგორიცაა: კორპორაციული ფინანსები; ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები; საინვესტიციო პორტფელის მართვა; ქცევითი ეკონომიკა; ეკონომიკა; საბაკალავრო და სამაგისტრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება; საერთაშორისო კომპანიებში საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება; პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება; ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად მენეჯმენტის მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური ან/და სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება; ასევე: ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანკლებ 20 წლის ისეთ საგნებში როგორიცაა: მენეჯმენტის საფუძვლები; მენეჯმენტის შეცდომები; ბიზნესის მოდელები; გადაწყვეტილების მიღების მეთოდები; ფინანსური მათემატიკა; საბაკალავრო და სამაგისტრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება; პროექტების თეორიულ და პრაქტიკულ შეფასებაში საქმიანობის გამოცდილება; თანამედროვე საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა; ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ლიტერატურა და ხელოვნება მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი და პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება; ასევე: ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანკლებ 10 წლის ისეთ საგნებში როგორიცაა: ლიტერატურა და ხელოვნება; Magni Libri; საბაკალავრო და სამაგისტრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება; გამოქვეყნებული პუბლიკაციები და ნაშრომები; ლიტერატურული კონკურსების ორგანიზებისა და ჟიურის წევრობის გამოცდილება; ლიტერატურულ ლექსიკონზე მუშაობის გამოცდილება; ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა. პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პროგრამირების მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ან მაგისტრის ხარისხი გამოყენით მათემატიკასა და ფიზიკაში და პედაგოგიური/პრაქტიკული ან/და სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება; ასევე: ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანკლებ 10 წლის პროგრამირების მეთოდოლოგიაში; საბაკალავრო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება; პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის მიმართულებით საინჟინრო საქმიანობის გამოცდილება; ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საქმიანობის გამოცდილება; საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით; ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ქართული ენა და ქართველები მიმართულებით პირს უნდა ჰქონდეს: ფილოლოგის დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სამეცნიერო/პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება; ასევე: ინტენსიური პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანკლებ 15 წლის ; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება; გამოქვეყნებული პუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები; განხორციელებული სამეცნიერო პროექტები; საგრანტო პროექტებში საქმიანობის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა. აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით, განხორცილებული პროექტებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 3 აგვისტოდან - 2026 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს: ბიოგრაფია (CV); სამოტივაციო წერილი (1 გვერდი); შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პროექტი; ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი; პუბლიკაციების ჩამონათვალი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დოკუმენტაციის მიიღება ხდება ელექტრონულად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი - https://form.jotform.com/261834418269465 კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება საჭიროების შემთხვევაში საჩვენებელი ლექცია ან გასაუბრება. კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 2026 წლის 8 აგვისტოდან - 13 აგვისტოს ჩათვლით, კანდიდატების საბოლოო შერჩევის ვადად განისაზღვრება 2026 წლის 20 აგვისტო. შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირთან შეთანხმების საფუძველზე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: 0159, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240, კახა ბენდუქიძის კამპუსი ვებ-გვერდი: www.freeuni.edu.ge ელ.მისამართი: [email protected]