TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კონტაქტ ცენტრის სპეციალისტი

კონტაქტ ცენტრის სპეციალისტი

IMMOBILIARE Tbilisi, Georgia
Posted Jul 30, 2026 4 days ago

Job description

DMG Group მრავალპროფილური საინვესტიციო ჰოლდინგია, რომელიც ოპერირებს ისეთ სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ჰოსფითალითი და აგრონომია. ჯგუფის საქმიანობა ეფუძნება ინოვაციურ განვითარებას, გრძელვადიან სტრატეგიულ ზრდასა და იმ ბიზნესების ხელშეწყობას, რომლებიც საკუთარ სფეროში წამყვან პოზიციებს იკავებენ. კომპანიის მიზანია ძლიერი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული პლატფორმის შექმნა პროფესიონალებისთვის, რომლებიც ეძებენ კარიერულ წინსვლასა და ხარისხიან სამუშაო გარემოს. იმობილიარე , როგორც ჯგუფის შვილობილი კომპანია, ქმნის პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. კომპანიის ხედვა აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და მშენებლობის უმაღლეს სტანდარტებს, რომლებიც ფუნქციური და ღირებულებით მდიდარი სივრცეების შექმნას ემსახურება. პროექტებზე მუშაობენ ადგილობრივი და საერთაშორისო დონის პროფესიონალები, მათ შორის მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორი პაბლო ბოფილი. იმობილიარე აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: · კომპანიის შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების მიღება და მართვა; · საჭიროების შემთხვევაში შემოსული ზარების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან/პასუხისმგებელ პირებთან გადამისამართება; · დაინტერესებული პირებისთვის საწყისი, ზუსტი ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება სატელეფონო ან/და სოციალური არხების მეშვეობით; · მიღებული ინფორმაციის ასახვა CRM პროგრამაში; · საჭიროების შემთხვევაში CRM სისტემაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე რეპორტების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: · მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; · CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება- Bitrix24); · ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; · დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განაწილების უნარი; · ორგანიზებულობა, პროფესიონალიზმი და გუნდთან თანამშრომლობის უნარი; ჩვენ გთავაზობთ: · კონკურენტული ანაზღაურება; · ჯანმრთელობის დაზღვევა; · კარიერული ზრდის შესაძლებლობა; · მონაწილეობა მაღალი სტანდარტის, უნიკალურ დეველოპერულ პროექტებში; · თანამედროვე სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობა. თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected], 16 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.