კონტენტ მენეჯერი
Job description
Cargo Polo აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე. Cargo Polo - ამერიკული საავტომობილო კომპანია და წამყვანი ავტოაუქციონების ოფიციალურიპარტნიორია, რომელიც ოპერირებს აშშ-ში, საქართველოში, უკრაინაში, პოლონეთსა და არაბთაგაერთიანებულ საამიროებში. კომპანიის სწრაფ ზრდასთან ერთად, ვეძებთ კონტენტ მენეჯერს, რომელიც შეუერთდება თბილისის გუნდს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბრენდის გლობალური იმიჯის ფორმირებაში. ძირითადი მოვალეობები: სოციალური მედიის მართვა (SMM): კომპანიის სოციალური პლატფორმების (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn) ყოველდღიური მართვა და განვითარება. კონტენტის დაგეგმვა და შექმნა: ყოველთვიური კონტენტ-კალენდრის შემუშავება, საინტერესო, კრეატიული და ჩამთრევი (engaging) ყოველდღიური პოსტების/სთორიებისმომზადება. დიზაინერთან კომუნიკაცია: ვიზუალური მასალების (გრაფიკა, ბანერები) შესაქმნელადდიზაინერისთვის მკაფიო დავალებების (ბრიფების) მომზადება და პროცესის კონტროლი. გადამღებ ჯგუფებთან მუშაობა: ვიდეო და ფოტო გადაღებების დაგეგმვა, ორგანიზება დაპროდიუსირება; გადამღებ ჯგუფთან (ვიდეოგრაფები, მონტაჟორები) მჭიდრო თანამშრომლობაReels/TikTok ფორმატის ვიდეოების შესაქმნელად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება SMM-ის ან კონტენტ მენეჯმენტის მიმართულებით(საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად). სოციალური მედიის ტრენდებისა და ალგორითმების (განსაკუთრებით Reels / TikTok) სიღრმისეული ცოდნა. გამართული და კრეატიული წერის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე გადაღებების დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის გამოცდილება (კონცეფციიდან - საბოლოოპროდუქტამდე). ბრიფინგის უნარი - ვიზუალური ხედვის დიზაინერისთვის ზუსტად გადაცემის ნიჭი. პიროვნული თვისებები: ენერგიულობა, მაღალი მოტივაცია და ინიციატივიანობა. ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტი. კრეატიული აზროვნება და ახალი იდეების გენერირების უნარი. რას გთავაზობთ ჩვენ: საინტერესო და დინამიურ სამუშაო გარემოს სტაბილურ, საერთაშორისო კომპანიაში. პროფესიული ზრდისა და განვითარების დიდ შესაძლებლობას. მეგობრულ, ამბიციურ და პროფესიონალთა გუნდს. კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციიდან გამომდინარე). როგორ მოგვმართოთ: თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი გამოცდილება და ენერგია ემთხვევა Cargo Polo-სმიზნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო (ნამუშევრების ბმულები) ელ-ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: კონტენტ მენეჯერი - Cargo Polo. საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 31 ივლისი