ფარმაცევტი
Job description
კომპანია ბიომედიკა აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე სამუშაო ადგილი: თბილისი ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სამედიცინო/სამკურნალო ბრენდებისა და ჯანმრთელობის ზრუნვის სხვადასხვა პროდუქციის შესახებ; სალაროს წარმოება; მედიკამენტების აღწერა: პროდუქციის პროგრამული და სასაწყობე ნაშთების შედარება, შედეგის აღრიცხვა; დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი; მოთხოვნები: ფარმაცევტული განათლება; სასურველია ჰქონდეს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ანოტაციების კითხვა/გაგება/ანალიზი); ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი; კომუნიკაბელურობა, კონსულტაციის შეუფერხებლად წარმართვა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; თავაზიანობა, მზრუნველობის გამოხატვა; სისწრაფე, სისხარტე და ოპერატიულობა; გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო გრაფიკი: ყოველი მეორე დღე 10.00-20.00. საათამდე (შესაძლებელია სამუშაო დღეების ინდივიდუალურად განსაზღვრა. სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ოთარ ჭილაძის ქუჩა. ანაზღაურება: 1250 ლარი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!