TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

Posted Jul 03, 2026 20h ago apply by Aug 01, 2026

Job description

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში. სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” ( www.gpih.ge ) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” ( www.vig.com ) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს. გრაფიკი: სრული დარიცუხლი ანაზღაურება: 1875 ლარი (თვიური) + გამომუშავებული ბონუსი (კვარტლური) პასუხისმგებლობები: კორპორაციული კლიენტების მოძიება და მათი მოთხოვნების შესწავლა; სხვადასხვა სახის კორპორაციული დაზღვევის პროდუქტების შეთავაზებების დამუშავება და კლიენტის საჭიროებებთან მაქსიმალური დაახლოვება; კორპორაციულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და სადაზღვევო კონტრაქტების გაფორმების უზრუნველყოფა; სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან/და სადაზღვევო კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით (მათ შორის საცალო მიმართულებით) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური; სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ან რუსული); Microsoft Office-ის ცოდნა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია და გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/ ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/jvujgMHc