ქსელური ობიექტების პრისეილერი
Job description
შპს "ზედაზენი 2012" არის სს "ქართული ლუდის კომპანიის" 100%-იანი შვილობილი დისტრიბუციის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქციის ეფექტურ მიწოდებას საქართველოს მასშტაბით. კომპანია მართავს ფართო და მრავალარხიან დისტრიბუციის ქსელს და თანამშრომლობს როგორც ქსელურ, ისე დამოუკიდებელ საცალო სავაჭრო ობიექტებთან. ოპერაციული პროცესების მაღალი სტანდარტითა და ბაზრის ღრმა ცოდნით, "ზედაზენი 2012" უზრუნველყოფს ბრენდების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას ქვეყნის ყველა რეგიონში. ძლიერი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და გაყიდვების გუნდების მეშვეობით, კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" კომერციული მიზნების მიღწევაში და ბაზარზე პოზიციების გაძლიერებაში. პოზიციის შესახებ: ვეძებთ აქტიურ და მოტივირებულ ქსელური ობიექტების პრისეილერს , რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვების პროცესის მხარდაჭერას სავაჭრო ობიექტებში, შეკვეთების მიღებასა და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობას. სამუშაო ადგილი: რუსთავი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: ** ქსელურ და არაქსელურ ობიექტებში ვიზიტების განხორციელება და შეკვეთების მიღება; ** შეკვეთების დროული გადაგზავნა შესაბამის სისტემაში; ** გაყიდვების გაზრდის, ბაზარზე შეღწევადობის გაუმჯობესებისა და ბრენდის პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ** სავაჭრო ობიექტებში ადგილზე მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვების და მოგების ზრდის მიზნით; ** ობიექტებში არსებული მარაგების (ინვენტარის) კონტროლი და მონიტორინგი; ** დავალიანებების კონტროლი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია); ** პრისეილერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** მართვის მოწმობა (B კატეგორია). დამატებითი მოთხოვნა: საკუთარი ავტომობილი. ჩვენ გთავაზობთ ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** კომპანიის შიდა ტრენინგებსა და მხარდაჭერას; ** კონკურენტულ ანაზღაურებას. განაცხადის წარდგენა დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: ქსელური ობიექტების პრისეილერი. სხვა შემთხვევაში განაცხადი შესაძლოა არ განიხილებოდეს. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენი CV-ის გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შერჩევის პროცესის მიზნებისთვის. კანდიდატის თანხმობის საფუძველზე, მონაცემები შესაძლოა შენახულ იქნეს და გამოყენებულ იქნას კომპანიის სხვა შესაბამისი ვაკანსიების განხილვისთვისაც. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით მოითხოვოთ მონაცემების ამ მიზნით დამუშავების შეწყვეტა ელფოსტაზე: [email protected] .