ლოჯისტიკის მენეჯერი
Job description
კომპანია „ GeoPaper “ აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://geopaper.ge/ ძირითადი მოვალეობები: იმპორტის პროცესის ორგანიზება და სრული კოორდინაცია (მომწოდებლებთან, გადამზიდავებთან, საბაჟო ბროკერებთან ურთიერთობა); გადაზიდვის დოკუმენტაციის სრული კონტროლი და სიზუსტის უზრუნველყოფა; გადაზიდვების პროცესის მონიტორინგი საწყისი ეტაპიდან საბოლოო მიწოდებამდე; დოკუმენტაციის საფუძველზე ტვირთის აღრიცხვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება Excel-ში; ტრანსპორტირების ვადებისა და ხარჯების კონტროლი; შესყიდვების მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიურ პროცესებში (კომერციული შეთავაზებების მიღება, ფასების შედარება, მონაცემების დამუშავება); ადმინისტრაციული მხარდაჭერა (კანცელარია, საოფისე მარაგები, დოკუმენტების გაცემა/მიღება) აუცილებელი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; ლოჯისტიკის მიმართულებით მცირე გამოცდილებაც ჩაითვლება უპირატესობად; საოფისე პროგრამების ცოდნა; პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; მოლაპარაკების წარმოების უნარი; გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: Fitpass სარგებლობის შესაძლებლობას; კვების თანადაფინანსებას; ჯანმრთელობის დაზღვევას. სამუშაო გრაფიკი: სრული, 40 სთ კვირაში სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა # 7 ანაზღაურება: საწყისი 1200 ₾, საგამოცდო პერიოდის შემდეგ 1500 ₾ დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, გისურვებთ წარმატებას! „რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჯეპ-ის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ამასთან რეზიუმე შეინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.“