TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ლოჯისტიკის მენეჯერი

ლოჯისტიკის მენეჯერი

GeoPaper Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 18h ago apply by Aug 02, 2026

Job description

კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://geopaper.ge/ სამუშაო გრაფიკი: სრული, 40 სთ კვირაში სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა # 7 ანაზღაურება: საწყისი 1200 ₾ , საგამოცდო პერიოდის შემდეგ - 1500 ₾ ძირითადი მოვალეობები: ** იმპორტის პროცესის ორგანიზება და სრული კოორდინაცია (მომწოდებლებთან, გადამზიდავებთან, საბაჟო ბროკერებთან ურთიერთობა); ** გადაზიდვის დოკუმენტაციის სრული კონტროლი და სიზუსტის უზრუნველყოფა; ** გადაზიდვების პროცესის მონიტორინგი საწყისი ეტაპიდან საბოლოო მიწოდებამდე; ** დოკუმენტაციის საფუძველზე ტვირთის აღრიცხვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება Excel-ში; ** ტრანსპორტირების ვადებისა და ხარჯების კონტროლი; ** შესყიდვების მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიურ პროცესებში (კომერციული შეთავაზებების მიღება, ფასების შედარება, მონაცემების დამუშავება); ** ადმინისტრაციული მხარდაჭერა (კანცელარია, საოფისე მარაგები, დოკუმენტების გაცემა/მიღება) აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ლოჯისტიკის მიმართულებით მცირე გამოცდილებაც ჩაითვლება უპირატესობად; ** საოფისე პროგრამების ცოდნა პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** Fitpass სარგებლობის შესაძლებლობას; ** კვების თანადაფინანსებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება. გისურვებთ წარმატებას! "რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჯეპ-ის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ამასთან რეზიუმე შეინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით."