TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მაღაზიის კონსულტანტ-მოლარე

მაღაზიის კონსულტანტ-მოლარე

Megahand ქუთაისი ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 05, 2026

Job description

"MEGAHAND" ევროპული მეორადი ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების საერთაშორისო მაღაზიათა ქსელია. "MEGAHAND" გთავაზობთ მამაკაცის, ქალის და ბავშვის მოდური ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ფართო არჩევანს. „ MEGAHAND “ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის კონსულტანტ-მოლარის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის 67ბ სამუშაო განაკვეთი: სრული 5/2 ან 2/2 ხელფასი: 1090 ლარი + ბონუსი ძირითადი მოვალეობები: კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება; მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ; მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება; დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელში მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. სასურველია ინგლისური/ რუსული ენების ფლობა; პიროვნული თვისებები: ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა; კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა; ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ შემოსავალს გამჭვირვალე საბონუსე სისტემას პროფესიულ განვითარებას მოსახერხებელ გრაფიკს სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს შიდა ფასდაკლებას მაღაზიებში დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 551 63 45 05 და მიუთითოთ პოზიცია: "მაღაზიის კონსულტანტ-მოლარე", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!