მარკეტინგის მენეჯერი
Job description
შპს " ბიბლუსი " აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე. ჩვენთან გელოდებათ: ** კარიერული განვითარების შესაძლებლობა ** კომფორტული სამუშაო გარემო ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება ** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და იმპლემენტაციაში მონაწილეობის მიღება ** მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, შემდგომი მონიტორინგი და რეპორტინგი ** მომხმარებლის ქცევისა და კონკურენტების/ბაზრის ანალიზი ** საჭიროების შემთხვევაში ახალი ბრენდის/პროდუქტის განვითარება და მარკეტინგული კომუნიკაციის დაგეგმვა ** კამპანიებისა თუ აქციებისთვის მარკეტინგული მასალების მომზადება და პროცესების მართვა ** მარკეტინგული და გაყიდვების საპრომოციო აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება ** მარკეტინგული დოკუმენტაციისა და ყოველთვიური რეპორტების მომზადება (ხარჯების კონტროლი, კომუნიკაციის აღრიცხვა) ** ბეჭდურ კომპანიებთან მუშაობა და სხვადასხვა სახის პრომო და ბრენდირებული მასალის შექმნა ** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** აუცილებელია მარკეტინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office) პიროვნული მახასიათებლები: ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** ანალიტიკური აზროვნების უნარი ** დეტალებზე ორიენტირებულობა სამუშაო გრაფიკი: ** ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 ** ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის ქ. 49 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მარკეტინგის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.