TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების მენეჯერი

მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების მენეჯერი

BB ლიზინგი თბილისი ქართული
Posted Jul 13, 2026 12h ago apply by Jul 20, 2026

Job description

BB ლიზინგი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. მოვალეობები: მარკეტინგის გეგმის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა; პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვა, მართვა, ანალიზი; არსებული ვებ-გვერდებისა და სოციალური არხების მართვა/განვითარება, გუნდთან ერთად; პერიოდულად ბაზარზე დაკვირვება, ტენდენციების შესწავლა; კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება. მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით); მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (ფინანსურ სექტორში მიღებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად); Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა; ინგლისურის ცოდნა საბაზისო დონეზე. პიროვნული უნარები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ , 2026 წლის 20 ივლისის ჩათვლით გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას