TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მათემატიკის მასწავლებელი

მათემატიკის მასწავლებელი

Posted Jul 02, 2026 18h ago apply by Aug 02, 2026

Job description

შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, ლევან მიქელაძის ქ.N4 მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ და ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს: ** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (საგნის გამოცდა); ** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** 2015 წლამდე სერტიფიცირებული (საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა) პირი; ** უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი. აპლიკანტი უნდა იყოს უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული. ასევე შეეძლოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში. სამუშაო საათები: 18 საათი კვირაში. აპლიკანტმა CV (მინიმუმ ერთი რეკომენდატორის მითითებით) და სამოტივაციო წერილი უნდა ატვირთოს ელექტრონულ სისტემაში (pedagogi.ge) ან გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მათემატიკის მასწავლებელი. პირველ ეტაპზე, მოხდება საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განცხადების გადარჩევა; მეორე ეტაპზე, საბუთების გადარჩევის საფუძველზე, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რომელზეც შეფასდება მათი პროფესიული ცოდნა და უნარები; მესამე ეტაპზე გასული კანდიდატები ჩაატარებენ იმიტირებულ გაკვეთილს. გისურვებთ წარმატებას! თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.