მძღოლ-დისტრიბუტორი
Job description
შპს " რეალ მოტორსი ", ავტონაწილების საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის კომპანია, ეძებს მძღოლ-დისტრიბუტორს თბილისში სამუშაოდ. თუ გაქვთ B კატეგორიის მართვის მოწმობა, კომუნიკაციის უნარი და პასუხისმგებლობით ეკიდებით საქმეს, შემოუერთდით ჩვენს გუნდს. ძირითადი მოვალეობები ** კომპანიის საბითუმო კლიენტების მომსახურება თბილისის მასშტაბით; ** შეკვეთების მიღება და პროდუქციის მიწოდება; ** კლიენტებისთვის ახალი პროდუქციისა და შეთავაზებების გაცნობა; ** მოთხოვნადი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება; ** კლიენტების უკუკავშირის მიწოდება კომპანიისთვის. აუცილებელი მოთხოვნები ** სრული ზოგადი განათლება; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და კომუნიკაციის უნარი. უპირატესობად ჩაითვლება ** ავტონაწილების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ავტონაწილების კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება (Mann, SCT, FIL, MFilter და სხვა); ** MS Excel-ისა და Fina-ს საბაზისო ცოდნა. სამუშაო პირობები ** სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი N3 ** გრაფიკი: კვირაში 6 დღე, დღეში საშუალოდ 5-6 საათი ** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან (საშუალოდ 1500-2000+ ლარი ) კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს: ** სამუშაო ავტომობილით; ** საწვავით; ** კორპორაციული სატელეფონო მომსახურებით. რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ: "მძღოლი-დისტრიბუტორი".