TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / MEAL ოფიცერი

MEAL ოფიცერი

საქართველოს კარიტასი Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 18h ago apply by Jul 23, 2026

Job description

MEAL ოფიცერი პასუხისმგებელია ისეთი სისტემების შემუშავებასა და დანერგვაზე, რომლებიც უზრუნველყოფს " საქართველოს კარიტასის " პროგრამებისა და პროექტების ეფექტიან მონიტორინგს, შეფასებას, ანგარიშვალდებულებასა და ორგანიზაციულ სწავლებას. აღნიშნული პოზიცია მხარს უჭერს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას, პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას, დონორების მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფას, ასევე გამჭვირვალობას ბენეფიციარებისა და დაინტერესებული მხარეების მიმართ. MEAL ოფიცერი მჭიდროდ თანამშრომლობს პროგრამების პერსონალთან, ფინანსურ და კომუნიკაციების გუნდებთან, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან, პროექტების შედეგებისა და გავლენის შესახებ მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების მიზნით. დეპარტამენტი: მონიტორინგი და შეფასება პოზიცია ექვემდებარება: აღმასრულებელ დირექტორს სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: მონიტორინგი და შეფასება: ** შეიმუშაოს და წარმართოს MEAL-ის ჩარჩო (Framework), ინდიკატორები, ინსტრუმენტები და ანგარიშგების სისტემები საქართველოს კარიტასის პროგრამებისთვის. ** განახორციელოს პროექტების მონიტორინგი მათი მიზნების, ინდიკატორების, ვადებისა და სამიზნე მაჩვენებლების მიხედვით. მოამზადოს პერიოდული მონიტორინგისა და შეფასების ანგარიშები. ** აკონტროლოს ანგარიშვალდებულების სისტემისა და უკუკავშირის მექანიზმების ფუნქციონირება. ** რეგულარული საველე ვიზიტებისა და მონაცემთა ხარისხის შეფასებების ჩატარება. ** საბაზისო (Baseline), შუალედური (Midline), საბოლოო (Endline) და გავლენის შეფასებების მხარდაჭერა. ** უზრუნველყოს საქართველოს კარიტასის პროგრამების მონაცემების ზუსტი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა. ** მენეჯმენტისა და დონორებისთვის ანალიტიკური ანგარიშების, დაფების (Dashboards) და შედეგების შეჯამებების მომზადება. ** პროექტის დეტალური მონიტორინგის გეგმის შემუშავება ლოგიკურ ჩარჩოში განსაზღვრული ინდიკატორების საფუძველზე, მათ შორის მონაცემთა შეგროვების ინსტრუმენტებისა და მეთოდების, პასუხისმგებელი პირებისა და მონიტორინგისა და შეფასების გრაფიკის განსაზღვრა. ** დაეხმაროს MEAL-ის ასისტენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, აკონტროლოს პროგრესი, შეაფასოს სამუშაოს ხარისხი და მოამზადოს რეკომენდაციები. ანგარიშვალდებულება: ** უზრუნველყოს საქართველოს კარიტასის პროგრამების განხორციელება ანგარიშვალდებულებისა და დაცვის (Safeguarding) სტანდარტების შესაბამისად. სწავლა და შესაძლებლობების განვითარება: ** მიღებული გამოცდილების (Lessons Learned) სესიების ორგანიზება და ორგანიზაციული სწავლების პროცესების მხარდაჭერა. ** წარმატების ისტორიების, შემთხვევების ანალიზების (Case Studies) და საუკეთესო პრაქტიკის დოკუმენტირება შიდა და გარე გამოყენებისთვის, ასევე პროგრამების გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება. ** თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება MEAL ინსტრუმენტების, მონაცემთა შეგროვების მეთოდებისა და ანგარიშგების სტანდარტების მიმართულებით. ანგარიშგება და დოკუმენტაცია: ** დონორებისთვის ანგარიშების, საგრანტო განაცხადებისა და პროგრამული შეფასებების მომზადებაში მონაწილეობა. ** მონაცემთა ბაზებისა (Excel, Access, SQL ან სხვა) და დოკუმენტაციის სისტემების მართვა და განახლება. ** უზრუნველყოს დონორების მოთხოვნებთან და შიდა პოლიტიკასთან შესაბამისობა. კოორდინაცია: ** თანამშრომლობდეს პროგრამის გუნდებთან MEAL-ის აქტივობების პროექტის განხორციელებასთან შესათანხმებლად. ** საჭიროების შემთხვევაში, მხარი დაუჭიროს გარე შემფასებლებს, აუდიტორებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს. კვალიფიკაცია და გამოცდილება: ** ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, სტატისტიკაში, საჯარო მმართველობაში, ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში. ** მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება მონიტორინგსა და შეფასებაში, სასურველია არაკომერციულ ან ჰუმანიტარულ სექტორში. ** პროექტის საქმიანობის საფუძვლების ცოდნა. ** გამოცდილება მონაცემთა შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების ინსტრუმენტებთან მუშაობაში. ** ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები. ** Microsoft Excel-ისა და მონაცემთა მართვის სისტემების ეფექტურად გამოყენების უნარი. ** MEAL-ის მეთოდოლოგიების, ლოგიკური ჩარჩოების, ინდიკატორებისა და ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა. ** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის მაღალი უნარები. უნარი, დაწეროს მკაფიო და ლაკონური ანგარიშები ინგლისურ და ქართულ ენებზე. ** დამოუკიდებლად მუშაობისა და მრავალი დავალების ერთდროულად მართვის უნარი. სასურველი უნარები: ** Power BI-ს ან მსგავსი სისტემების გამოყენების გამოცდილება. ** დაცვის (Safeguarding) და ანგარიშვალდებულების პრინციპების ცოდნა. ** მოწყვლად ჯგუფებთან და საქველმოქმედო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება. ** დონორების შესაბამისობის (Compliance) მოთხოვნების ცოდნა. ძირითადი კომპეტენციები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა ** ანალიტიკური აზროვნება ** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი ** პრობლემების გადაჭრის უნარი ** ადაპტაციისა და ინიციატივის გამოვლენის უნარი განაცხადის შეტანა: სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: [email protected] . გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: "MEAL ოფიცრის ვაკანსია" საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ. ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ: განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 02.07.2026 განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 23.07.2026 ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წელს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.caritas.ge ; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/ ;