TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მექანიკოსი

მექანიკოსი

ამბოლი რუსთავი ქართული
Posted Jul 24, 2026 1 day ago apply by Aug 22, 2026

Job description

ამბოლი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მექანიკოსი - რუსთავის ფილიალი, კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 23 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge სამუშაო ადგილი: რუსთავი სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 მექანიკოსის ძირითადი მოვალეობები: ავტომობილის დათვალიერება, ტექნიკური საჭიროებების დადგენა; ინსტრუმენტებისა და დანადგარების მოხმარების წესების დაცვა; ტექნიკური ხარვეზის გამომწვევი დეტალის/მასალის შეცვლა; ცვლადი დეტალების ცვეთის ხარისხის განსაზღვრა და მომხარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ტექნიკური ხარვეზის მიზეზის დადგენა. ძირითადი მოთხოვნები ტექნიკური ან/და პროფესიული განათლება; სასურველია საავტომობილო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. აუცილებელი უნარები: პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა; შედეგზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.