მექანიკოსი / საწყობის აღრიცხვის ოპერატორი / გაყიდვების კონსულტანტი
Job description
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიებს ქუთაისის ფილიალში! სამუშაო ადგილი: ქუთაისის ფილიალი. სამუშაო საათები: 10:00 – 19:00. მექანიკოსის ძირითადი მოვალეობები: ავტომობილის დათვალიერება, ტექნიკური საჭიროებების დადგენა; ინსტრუმენტებისა და დანადგარების მოხმარების წესების დაცვა; ტექნიკური ხარვეზის გამომწვევი დეტალის/მასალის შეცვლა; ცვლადი დეტალების ცვეთის ხარისხის განსაზღვრა და მომხარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ტექნიკური ხარვეზის მიზეზის დადგენა. საწყობის აღრიცხვის ოპერატორი ს ძირითადი მოვალეობები: საწყობში მიღებული პროდუქციის დალაგება/დასაწყობება; მიღებული პროდუქციის და შეკვეთების პროგრამულად აღრიცხვა; შემოსული შეკვეთების აღრიცხვა; დანაკლისი და ზედმეტი პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა; წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა. გაყიდვების კონსულტანტი ს ძირითადი მოვალეობები: პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები); კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება; ფილიალში პროდუქციის სათანადოდ განლაგება; ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ; გაყიდვების გეგმების შესრულება; ფინანსური ოპერაციების პროგრამული ასახვა; სასაქონლო ზედნადების და სალარო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (შემოსავლის/გასავლის ორდერი, გადახდის ქვითარი); სალარო-აპარატის და საბანკო ტერმინალის მოხმარება; დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა. ძირითადი მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება; სასურველია შესაბამისი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; სასურველია საავტომობილო სფეროში გამოცდილება. აუცილებელი უნარები: მოლაპარაკების წარმოების უნარი; პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა; მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება; შედეგზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.