TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მენეჯერი

მენეჯერი

Hofbrau Telavi თელავი ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 05, 2026

Job description

HB TELAVI აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თელავი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი HB TELAVI ეძებს გამოცდილ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის გამართულ ფუნქციონირებას, გუნდის ეფექტურ მართვასა და მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას. ძირითადი მოვალეობები: ობიექტის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი; თანამშრომლების მართვა, სამუშაო პროცესის კოორდინაცია და მოტივაცია; მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესება; პროდუქციის მარაგების, შეკვეთებისა და მიღების კონტროლი; სალაროსა და საოპერაციო პროცესების ზედამხედველობა; სტუმრების კმაყოფილებაზე ზრუნვა და პრობლემური საკითხების დროული გადაწყვეტა; გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; სასურველია HORECA ან კვების ობიექტში მუშაობის გამოცდილება; ლიდერული და ორგანიზაციული უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; Microsoft Office-ის საბაზისო ცოდნა. პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლიანი; კომუნიკაბელური; ორგანიზებული; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ ანაზღაურებას; სტაბილურ სამუშაო გარემოს; პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს. თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 558313999 გისურვებთ წარმატებებს!