მერჩენდაიზერი
Job description
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს " მზიური ", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ქ. თბილისში ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე: კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს: ** ანაზღაურება: 1000-1200 ლარი ** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი ** სამუშაო საათები: 10:00-18:00 ** ტრანსპორტის თანხით უზრუნველყოფა ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** FitPass მოთხოვნები: ** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** თბილისის უბნების კარგად ცოდნა პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** პუნქტუალურობა ** შრომისმოყვარეობა ** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი ** კომუნიკაბელურობა ** გუნდურობა ** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი მერჩენდაიზერის მოვალეობები: ** მოახდინოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სწორად განლაგების, სავაჭრო დახლის გაფორმების კონტროლი, ** აკონტროლოს თაროზე არსებული პროდუქციის ვადა ** მოახდინოს სწრაფი რეაგირება პრობლემურ სიტუაციაში და შექმნილი პრობლემის შესახებ აცნობოს შესაბამის პირებს. ** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტების თაროები პროდუქციით კომპანიის და სავაჭრო ობიექტის სტრატეგიიდან გამომდინარე ** უზრუნველყოს ფასმაჩვენებლებით სავაჭრო ობიექტებზე განთავსებულ პროდუქციაზე ** ყოველდღიურად მოახდინოს კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმძღვანელთან დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი. მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება 1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55. 2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; 3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; 4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ; 5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური; 6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; 7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე; 8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - ** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; ** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; ** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; ** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; ** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; ** მონაცემთა გადატანის უფლება; ** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; ** თანხმობის გამოხმობის უფლება; ** გასაჩივრების უფლება. 9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."