Meta Ads Trainer / Consultant (Outsource)
Job description
ვაკანსია: Meta Ads Trainer / Consultant (Outsource) ვეძებთ გამოცდილ Meta Ads Trainer / Consultant-ს, რომელიც აუთსორსზე, ხელშეკრულების საფუძველზე, პერიოდულად ითანამშრომლებს ჩვენს გუნდთან. თანამშრომლობის მიზანი: გუნდის ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება Meta Ads-ის მიმართულებით, მიმდინარე კამპანიების ანალიზი, რეკომენდაციების გაცემა და თანამედროვე მიდგომების გაზიარება. ძირითადი პასუხისმგებლობები: • Meta Ads-ის მიმართულებით პრაქტიკული ტრენინგების ჩატარება; • არსებული სარეკლამო კამპანიების განხილვა და ოპტიმიზაციის რეკომენდაციების გაცემა; • გუნდის მხარდაჭერა კამპანიების დაგეგმვისა და მართვის პროცესში; • Meta Ads-ის ახალი ფუნქციებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება; • საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციების გაწევა მიმდინარე პროექტებზე. მოთხოვნები: • Meta Ads-ის მართვის პრაქტიკული გამოცდილება; • ტრენინგებისა და კონსულტაციების ჩატარების გამოცდილება; • Meta Pixel-ის, Events-ისა და Conversion Tracking-ის ცოდნა; • ანალიტიკური აზროვნება და ცოდნის ეფექტურად გადაცემის უნარი. თანამშრომლობის ფორმატი: • აუთსორსი; • ხელშეკრულების საფუძველზე; • პერიოდული ტრენინგები და კონსულტაციები; • ანაზღაურება და თანამშრომლობის პირობები შეთანხმებით. თუ გაქვთ მსგავსი გამოცდილება, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და განხორციელებული პროექტების ან ქეისების მოკლე აღწერა.