TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მიმღებ-შემფასებელი

მიმღებ-შემფასებელი

საქართველოს ბანკი თბილისი ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Jul 21, 2026

Job description

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. სს „ საქართველოს ბანკის “ ექსპრეს სალომბარდო საქმიანობის დეპარტამენტიაცხადებს ვაკანსიას მიმღებ - შემფასებლის პოზიციაზე ქ. თბილისში. აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ: შეაფასებ ძვირფას ლითონებსა და ქვებს და გააფორმებ შესაბამის სესხს; გირაოს ნივთებს დაუბრუნებ მსესხებელს; განახორციელებ თანხის კონვერტაციასა და მიიღებ გზავნილებს; გაგზავნი შეტყობინებებს მსესხებლებთან; გაყიდვების გაზრდის მიზნით განახორციელებ შესაბამის ღონისძიებებს. ჩვენ გთავაზობთ: თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, რომლებიც დაგეხმარება, განივითარო პიროვნული უნარები და მიიღო საბაზისო ცოდნა საბანკო-სალომბარდე პროდუქტებისა და პროცესების შესახებ; კომფორტულ სამუშაო სივრცეს და ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით); გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენი კვალიფიკაცია: განათლება: სავალდებულოა უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი); სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტ–შემფასებლის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი სამუშაო გამოცდილება: სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება. აუცილებელი ცოდნა და უნარები: მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები; კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად; დეტალებზე ორიენტირება, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა. გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/mimgeb-shempasebeli-tbilisi-tbilisi-uFs0cf . რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 21 ივლისი 2026.