TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მიმღები ოპერატორი

მიმღები ოპერატორი

ჩემი ოფისი თბილისი ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 05, 2026

Job description

კომპანია "ჩემი ოფისი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები ოპერატორის პოზიციაზე, ქ. თბილისში. "ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია. იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ ვებგვერდს: https://myo.ge/ მიმღები ოპერატორი სამუშაო ადგილი: დიღომი, ბელიაშვილის ქუჩა სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 ანაზღაურება: ფიქსირებული ძირითადი მოვალეობები: შემოსული პროდუქციის კომპანიაში დადგენილი წესების მიხედვით მიღება და პროგრამული აღრიცხვა; მიღებული პროდუქციის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება, უზუსტობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; ტექნიკური გუნდის დახმარება მარტივი საორგანიზაციო და გადაადგილების სამუშაოებში; სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნებაში მონაწილეობა, მათ შორის ნარჩენების გატანა; ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; კომპიუტერთან მუშაობის უნარები; სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება გუნდში მუშაობის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მიმღები ოპერატორი წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.