TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მიმღები-რეგისტრატორი

მიმღები-რეგისტრატორი

რესტორანი ბრიქსი თბილისი ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 05, 2026

Job description

სასტუმრო „ბრიქსი“, ავლაბარში, აცხადებს ვაკანსიას მიმღები-რეგისტრატორის პოზიციაზე დღის სმენაში. ჩვენ ვეძებთ პოზიტიურ, პასუხისმგებლიან კომუნიკაბელურ ადამიანებს ვისაც სურვილი აქვთ განვითარდნენ ტურიზმის სფეროში. ფუნქცია-მოვალეობები: სასტუმროს სტანდარტების დაცვა, ღიმილი, მიღება , გაცილება და კარგი კომუნიკაცია როგორც ინგლისურად ისე რუსულად სტუმრების ღიმილით დახვედრა და გაცილება; ელექტრონული ფოსტით მიმოწერა; სატელეფონო ზარებზე პასუხი; სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ); სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში ინფორმაციის გადაბარება. ძირითადი მოთხოვნები: ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა აუცილებელია; სადაჯავშნო სისტემების ცოდნა: ექსპედია, ბუქინგი და აშ. საოფისე პროგრამების ცოდნა; საქმის ადვილად ათვისების უნარი; პიროვნული მახასიათებლები და უნარები: გუნდურობა; ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა; პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა; ჩვენ გთავაზობთ: კომფორტულ გარემოს და სამუშაო პირობებს თბილისის ცენტრალურ უბანში; გრაფიკი 5/2 ზე საათები: დილის 9:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე. ანაზღაურება 1600 ლარი ნეტი + ბონუსი ტრების გაყიდვიდან ერთჯერად კვებას; განვითარებას ტურიზმის სფეროში; თუ თვლით რომ ხართ მოტივირებული ადამიანი და ფლობთ კარგ კომუნიკაციის უნარებს, მაშინ ეს სამსახური თქვენთვისაა! გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან დაგვირეკეთ ნომერზე +995557212325; სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს.