TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მიმტანი

მიმტანი

Telegraph Hotel თბილისი ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

ტელეგრაფი პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც “Leading Hotels of The World”-ის წევრია და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ახალ სიტყვას ამბობს. ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს 239 მაღალი კლასის ნომერს, ქალაქის ურბანულ პეიზაჟებს, განსხვავებული კონცეფციის 7 რესტორანს, ჯაზ კლუბს, ბარს, თანამედროვე საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზებს. კომპანიისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს მდგრადი არქიტექტურა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიურად ჯანსაღი მომავლის უზრუნველყოფა. ტელეგრაფის შენობა წლების განმავლობაში ბევრად მეტი იყო, ვიდრე საკომუნიკაციო კერა. ეს იყო ინოვაციების შუქურა, ახალი შეტყობინებებითა და სიახლეებით, რომლებიც მის არხებს შორის მოგზაურობდნენ და აჩქარებდნენ ქალაქის პულსს. ახლა გააზრებულად აღდგენილი, როგორც სასტუმრო ტელეგრაფი, ისტორია გრძელდება და ის კვლავ იქნება გრავიტაციის ცენტრი. ჩვენ ვიწვევთ ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს შემოუერთდნენ ტელეგრაფის გუნდს და გახდნენ ჩვენი სტუმრებისთვის დაუვიწყარი მოგონებებისა და უნიკალური გამოცდილების გაზიარების მონაწილე. ვაკანსია: მიმტანი ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები) მოვალეობები სტუმრებისთვის მაღალი დონის სერვისის მიწოდება შეკვეთების მიღება, სტუმრებისთვის კერძების და სასმელების მირთმევა, პოზიტიური გამოცდილების შექმნა სისუფთავის და ჰიგიენის ნორმების დაცვა სამუშაო სივრცეში სასტუმროს შინაგანაწესის დაცვა და მოქმედება არსებული პროცედურების შესაბამისად ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას და ბენეფიტებს (დაზღვევა, ფასდაკლებები ჯგუფის მასშტაბით, კვება, უნიფორმით უზრუნველყოფა და ქიმწმენდა) პროფესიული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობას სამუშაო გარემო, რომელიც იძლევა ინიციატივებისა და ინოვაციების განხორციელების შესაძლებლობას კვალიფიკაცია და გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ინგლისური ენის ცოდნა გუნდური მუშაობის უნარი თუ თქვენ ხართ გუნდის ლიდერი, რომელიც მიისწრაფვის მომსახურების სრულყოფილებისკენ პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია ცვლილებებთან მარტივად ადაპტაცია მონდომებული გუნდის წევრი მაღალი ეთიკური სტანდარტებით პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია რთული პრობლემების მოგვარება და მზად არის გამოწვევებისთვის ადგილმდებარეობა თბილისი, შ. რუსთაველის გამზირი #31/13 აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 5 სექტემბერი, 2026 ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/bg4AAgad