მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი
Job description
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8000 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული PayBox აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი რისი გაკეთება მოგიწევს: მომხმარებლების სწრაფი და ეფექტური მომსახურება; შემოსული ზარების/ჩატების მიღება - პასუხის გაცემა და შესაბამისი რეაგირება; მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და დეტალური ინფორმაციის მიწოდება; მომხმარებლების ინფორმირება კომპანიის პროდუქტების შესახებ; საჭირეობის შემთხვევაში მომხმარებლებთან გამავალი ზარის განხორციელება. ჩვენ გთავაზობთ: ანაზღაურება - 800 ლარი; ჯანმრთელობის დაზღვევა; მოქნილ სამუშაო გრაფიკი; საბონუსე ანაზღაურება (ბონუსი გაიცემა მომსახურების ხარისხის შეფასების შედეგად მიღებული შედეგების მიხედვით); Fitpass; სხვადასხვა შიდა აქტივობები: შიდა კლუბები: ფეხბურთი, პადელი და სხვა. დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00; 10:00-17:00; 13:00-20:00; 16:00-23:00. გრაფიკი დგება წინა სამუშაო კვირას, შესაბამისად ყველა თანამშრომელი წინასწარ არის ინფორმირებული რომელ საათებში მოუწევს მუშაობა; სამუშაო დღეების რაოდენობა: 6 დღე (დასვენების დღე შაბათი ან კვირა) სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა; საოფისე პროგრამების ცოდნა; მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება. პიროვნული უნარები: მოქნილობა; დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი; ხარისხის შეგრძნების უნარი, კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი; კეთილგანწყობა, პასუხისმგებლიანი; დროის მართვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/HBM76Y4b